სალომე სამადაშვილი – ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა – აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი სამარცხვინოს უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. როგორც დეპუტატი აცხადებს, კობახიძემ ჯარის წინაშე სახელმწიფო ომში კვლავ დაადანაშაულა. „მსგავსი სამარცხვინო სიტყვა, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა დღეს, არ მახსენდება. ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულა ისევ ომში. აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული […]
თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიხაილ შერბას შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიხაილ შერბამ შეხვედრის დროს „ღრმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“. მათივე ცნობით, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო […]
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: „დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო,“ — ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველო დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი […]
ქართველი ხალხის ურყევი ნება და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს – ლუკაშენკო

„დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს”, ამის შესახებ ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო წერს და ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს […]
აშშ: ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩო უსურვებს საქართველოს რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე ბედნიერად აღენიშნოს: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად,“ — ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ […]
ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნების სამი ლიცენზია დადასტურდა

ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ლიცენზიების მფლობელები არიან! ოფიციალური წერილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ დღეს მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 სალიცენზიო საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოლიმპიური საგზურისთვის რეიტინგში 10 საუკეთესოს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ. ლაშა ტალახაძე აღნიშნული რეიტინგის სათავეს ლიდერობს, […]
“მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად” – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად” – ნათქვამია ჩინეთის […]
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებები ულოცავენ

„როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით” – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა. წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. „ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის […]
Danone რუსეთის ბაზარს ტოვებს

Danone-მა დაასრულა აქტივების გაყიდვა და რუსეთის ბაზრიდან გადის. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მესამე წელს მიიღო. ამის შესახებ Danone-ის პრესსამსახური იუწყება. Danon-მა დაასრულა თავისი აქტივების გაყიდვა და წყვეტს საქმიანობას რუსეთში, რაც კომპანიის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანია რუსეთში 30 წელზე მეტია მუშაობს. „Danone-მა გამოაცხადა, რომ დაასრულა რუსეთში EDP-ის მიყიდვა Vamin […]
15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. „მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები. 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს […]