წეროვანში მოსახლეობა გასაბერი ნავებით გადაადგილდება (ვიდეო)

წეროვანში მოსახლეობა გასაბერი ნავებით გადაადგილდება (ვიდეო) ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად, წეროვანში დევნილთა დასახლება დაიტბორა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში. დატბორილია ეზოები, გზები და სავარგულები. ადგილობრივების თქმით, წყლის დაგუბება, სავარაუდოდ, სანიაღვრე არხების გაუწმენდავობამ გამოიწვია და დახმარებას ითხოვენ. ამ დროისთვის წეროვანში მოსახლეობის ნაწილი გასაბერი ნავებით გადაადგილდება.

“ვულოცავთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – თურქეთის საგარეო

“ვულოცავთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” – თურქეთის საგარეო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “ვულოცავთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს,” – წერს X-ზე უწყება.

“ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – თურქეთის საგარეო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს. “ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს”, – წერს საგარეო.

“ნამდვილად, სამარცხვინო იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ” – კახა კალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინო იყო ის სიტყვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, წარმოთქვა. “დღეს, არსი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად, სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც, აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, მოვისმინეთ”, […]

“ჩვენი მთავარი სურვილი და ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება. მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ზრუნვა იმაზე, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთიან და ძლიერ საქართველოში. “ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს […]

გილოცავთ 26 მაისს! – მოლდოვას საელჩო

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში გილოცავთ 26 მაისს! ამის შესახებ მოლდოვას საელჩოს ფესბუქპოსტშია ნათქვამი. დიპლომატიური უწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოს მდინარეებში წყლის დონემ იკლო – ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ვერეს ხეობაში, ასევე საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნალექი შეწყდა და ახლა საშიშროებაც ნაკლებია. „წყლის დონემ კლება ყველგან დაიწყო, არა მარტო ვერეს ხეობაში, სხვა მდინარეებზეც იყო მომატებული უხვი ნალექის გამო. ყველა მდინარემ კლება დაიწყო იმიტომ, რომ ნალექი შეწყდა და აღარც ველოდებით. […]

ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

“ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, გისურვებთ იმედით სავსე მომავალს” – ნორვეგიის საელჩო

ნორვეგიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და სიმტკიცეს. დაე, დამოუკიდებლობის დღემ ყველას შეგვახსენოს თავისუფლებისა და დემოკრატიის მუდმივი ღირებულებები. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღობასა და იმედით სავსე მომავალს”, – წერს საელჩო. საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

“თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლისთვის მსოფლიოს დაფასება დაიმსახურეთ”, – უილსონის მილოცვა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი მიმართვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბროლის გამო, მსოფლიოს “ყურადღება და დაფასება დაიმსახურა.” იგი ასევე შეეხო წარმომადგენელთა პალატაში მის მიერვე წარდგენილ MEGOBARI ACT-ს და დასძინა, რომ კანონპროექტის მიზანი საქართველოსთვის სიძლიერისა და დემოკრატიულობის შენარჩუნებაა. “ქართველ ხალხს ვუსურვებ საუკეთესო სურვილებს, როცა თქვენ აღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს […]