“აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. “აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები არიან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ – ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ტყავის აქსესუარებსა […]

ჯო უილსონი ქართველ ხალხს – თქვენ მოიპოვეთ მსოფლიოს ყურადღება და დაფასება იმის გამო, რომ იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებას და ნათელ მომავალს

გისურვებთ საუკეთესო სურვილებს თქვენს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. თქვენ მოიპოვეთ მსოფლიოს ყურადღება და დაფასება იმის გამო, რომ იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებას და ნათელ მომავალს, – ამის შესახებ მეგობარი აქტის ავტორი, აშშ-ის კონგრესმენი, ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აცხადებს. „ჩვენ ერთად ვუპირისპირდებით კრემლის ბნელ საუკუნეებში საქართველოს დაბრუნების მცდელობას, ვინც ქართველი ხალხის ნებას […]

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს“. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან სწორედ მდიდარი ისტორია, კულტურა, ხასიათი და ღირსება ქმნის საქართველოს ერთობის, განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს. მათი ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და […]

თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები არიან. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ – ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ტყავის აქსესუარებსა და სხვა პროდუქციას. სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერეს […]

GWP მოსახლეობას მდინარე არაგვზე მოსალოდნელ წყლის მატებაზე აფრთხილებს

Georgian Water And Power განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას 27 მაისიდან მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის დონის მოსალოდნელ მატებაზე აფრთხილებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024 წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. GWP-ის განცხადებით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად […]

„მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება” – GWP-ის გაფრთხილება

GWP განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას 27 მაისიდან მდინარე არაგვის კალაპოტში მოსალოდნელი წყლის მატების შესახებ აფრთხილებს. „2024 წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი. […]

ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა – უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა

Meteo.gov.ge-ის ჰიდროლოგიური მონაცემებით, უხვი ნალექის გამო, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა, მათ შორისაა ვერეს ხეობა, სადაც ზღვის დონე, პორტალის მიხედვით, 15:50 წუთისთვის, 273 სმ-ია. Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, სასიგნალოდ ითვლება 210 სმ, ხოლო 260 სმ. – საშიშად. შექმნილი მდგომარეობის ფონზე, მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მანქანაში მყოფი მოქალაქე უსაფრთხო […]

საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია – სოსო ფხაკაძე

ბიზნესმენი და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ფხაკაძე წერს, რომ საქართველო მუდმივად აჩვენებს გამძლეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო მუდმივად აჩვენებს გამძლეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია და მე ყოველთვის მტკიცედ მჯეროდა და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა […]

რომანო: “პარი სენ ჟერმენი” რუსეთის ნაკრების მეკარის შეძენასთან ახლოსაა

“კრასნოდარისა” და რუსეთის ნაკრების მეკარე მატვეი საფონოვი დიდი ალბათობით, კარიერას “პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი გარიგების დასრულებასთან ძალიან ახლოსაა, “კრასნოდარი” კი მეკარის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს. პსჟ-ის მეორე მეკარე კეილორ ნავასი “პარი სენ ჟერმენს” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, საფონოვი კი ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელი იქნება. […]

ბაგებში მდინარე ვერე ადიდდა, მოქალაქე მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგებთან მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი დატბორა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს”