ფინეთი რუსეთიდან დევნილებს უკან გააბრუნებს

ფინეთის პარლამენტი გაძევების შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს. ეს საშუალებას მისცემს ფინელ მესაზღვრეებს რუსეთში დააბრუნონ აღმოსავლეთ საზღვრიდან თავშესაფრის საძებნელად ფინეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეები. ფინეთი ახლა ვალდებულია მიიღოს ყველა მიგრანტი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, სანამ მათი განაცხადები განიხილება. როგორც ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ტელერადიოკომპანია Yle-სთან ინტერვიუში განმარტა, კანონპროექტი, პირველ რიგში, რუსეთის საზღვრის გავლით შემოსულ მიგრანტებს შეეხება. […]

მაია სანდუ – ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს – მსოფლიო დემოკრატიული ღირებულებებისადმი თქვენი მტკიცე ერთგულების მოწმეა

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ, – ასე ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. „როდესაც მსოფლიო მოწმეა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თქვენი მტკიცე ერთგულებით, თქვენი მცდელობები დემოკრატიის დასაცავად რეზონანს თქვენს საზღვრებს მიღმა ქმნის. მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ში.

თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც თეა ახვლედიანი აღნიშნავს, უაღრესად ფასდაუდებელია ღირსეულად „დავიცვათ მონაპოვარი და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სახელმწიფო, რათა გავაერთიანოთ საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ხალხი და მივაღწიოთ ევროკავშირის სრულფასოვან, ღირსეულ და დამსახურებულ წევრობას“. „გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც თავისთავად აერთიანებს და განასახიერებს ჩვენი ქვეყნისა […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება – დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება. „გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ […]

“ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი” – ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.

ირანის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია ირანის საელჩოს გვერდზე. 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე საქართველოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

რუსული ნავთობის იმპორტი ინდოეთში მაქსიმუმამდე გაიზარდა – Reuters

მიმდინარე წლის აპრილში რუსული ნავთობის იმპორტმა ინდოეთში 9 თვის მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც განახლდა ნავთობის ტანკერებით მიწოდება, რომელთაც სანქციები არ შეეხო და რომლის ექსპლუატაციასაც Совкомфлот-ი ახორციელებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. ინდოეთის გადასამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის იმპორტი Совкомфлот-ის საკუთრებაში არსებული ტანკერებით დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ვაშინგტონმა თებერვალში 14 ტანკერი დაასანქცირა. ინდოეთი, მსოფლიოში მესამე უდიდესი […]

ისლანდიის პრეზიდენტი – საქართველოს ვუსურვებ ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნათელ და აყვავებულ მომავალს

ისლანდიის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთელ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვიხსენებ რა თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემს ოფიციალურ ვიზიტს, საქართველოს ვუსურვებ ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნათელ და აყვავებულ მომავალს. გილოცავ საქართველო!“, – წერს ისლანდიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში.

სტიქიის შედეგად ქალაქ მარნეულში და მუნიციპალიეტის რამდენიმე სოფელში გზები დაიტბორა – მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

26 მაისს, გამთენიისას, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსულმა სტიქიამ ქუჩები დატბორა. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი,ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. “მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობენ ზიანის ლოკალიზებაზე. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი და […]

ვახტანგ ცინცაძე – 26 მაისი აღმატებული დღეა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე აღმატებული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან ყველას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. „ეკონომიკის სამინისტროს სახელით, მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი – მართლაც უმნიშვნელოვანესი, აღმატებული დღე, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს. სასიხარულოა, რომ ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკის […]