„აშკარაა, რომ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპის დღის წესრიგს“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს შესახებ ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და შეესაბამებოდეს მის ევროპულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. „გავაგრძელებთ დისკუსიას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, […]
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მან მიიღო ხმების 75%, ხოლო მის კონკურენტს, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს ხმა მისცა ამომრჩეველთა 23%-მა. ნაუსედაც და შიმონიტეც უკრაინას უჭერენ მხარს და უკიდურესად კრიტიკულები არიან რუსეთის მიმართ. ნაუსედამ მადლობა გადაუხადა შიმონიტეს დისკუსიისთვის, ამასთან, განაცხადა, რომ თავდაცვის საკითხები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად დარჩება და გააგრძელებს […]
რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – ბავშვობაში მაგნიტოფონი ხომ გქონიათ, ჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა, ერთსა და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, ზუსტად ასე იქცევით

ბავშვობაში მაგნიტოფონი ხომ გქონიათ, ჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა, ერთსა და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, აი, ზუსტად ასე იქცევით. ეს შეურაცხყოფას აყენებს თქვენ მანდატსაც, ვეტოს მნიშვნელობასაც და ყველაფერს, საერთოდ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს. გიორგი მსხილაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს. მას […]
გიორგი მსხილაძე – როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ვერ მათქმევინებთ იმას, რაც გინდათ რომ ვთქვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილში, მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არის კანონპროექტის სათაური ცუდი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შესთავაზა დაეკონკრეტებინა თითოეული მუხლთან დაკავშირებული შენიშვნები. „რატომ არის სათაური ცუდი? რას გვთავაზობთ მის ალტერნატივად, ეს სათაური […]
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას მთლიანი კანონი უშლის ხელს! – ის მიუღებელია და ამას გეუბნებათ ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი დასკვნა და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნა!

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას მთლიანი კანონი უშლის ხელს! – ეს კანონი მიუღებელია და ამას გეუბნებათ ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი დასკვნა და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნა! – ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატების მოთხოვნას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ის კონკრეტული მუხლები დაესახელებინა, რომლითაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ექმნება საფრთხე. მსხილაძემ უმრავლესობის პასუხად […]
მიხეილ დაუშვილი – მე ბოდიში არავისთან არ მაქვს მოსახდელი – როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო

მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს – როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა. დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების […]
ნათია თურნავა – მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია, ფინანსურ ბაზარზე რყევები კი მოკლევადიანი

ყველა ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორი ძლიერია, ჯანსაღია, ისეთივე ჯანსაღი, როგორც 2023 წელს იყო. ასეა წელსაც, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თურნავას თქმით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ია. „მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები […]
იაგო ხვიჩია „ქართულ ქარტიაზე“ – არის პუნქტები, რომელიც მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია – ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს

„გირჩი“ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს, თუმცა მზადაა, დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით დისკუსიებში ჩაერთოს. როგორც „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ქარტიის ნაწილს ეთანხმებიან, თუმცა ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. „მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ, ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შეუერთდნენ ქალბატონი სალომეს […]
ნათია თურნავა – რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საკუთარი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის დაცვასთან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, „სწორედ მონეტარული ოქრო არის ყველაზე უსაფრთხო […]
პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები. დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს […]