„არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი არ დაუდევს“ – გოჩა მირცხულავა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს: არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს, მიუხედავად მისწრაფებებისა, ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განაპირობოს – არ დაუდევს. რეფორმები – კი, იყო. მაგრამ მმართველობის საბჭოთა სისტემის შენარჩუნების ფარგლებში.ამიტომ, ქალბატონო პრეზიდენტო, სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili მადლობა.მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას ვინც შეუერთდება ქართულ ქარტიას.და აქვე, მაინც, დანანებით […]

„ფოტოშოფი არ გეგონოთ… ტყაჭა თვითმარქვია “პრინცესა” – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ფოტოშოფი არ გეგონოთ, რეალობაა. ეს წითლებში შემოსილი ქალი ქუთაისში მცხოვრები თეთრიწყაროელი თამარ ბაგრატაშვილია, რომელმაც გვარი გადაიკეთა ბაგრატიონად და სულელ უვიცებს დააჯერა, რომ მეფე ერეკლეს შთამომავალია ვითომ და დედოფლობს იქ . აწგარდაცვლილი უვიცი მეუფე კალისტრატეც ხელს უწყობდა მის ამბიციებს საუბედუროდ და მის საფლავზე პოზიორობენ “თავად-აზნაურნი” და ეს ტყაჭა […]

“მავნებელი ადამიანი“, “ქვეყნის მტერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე, სა­დაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხმა­უ­რი იყო. პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტატ­მა, მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძეს მი­მარ­თა კი­თხვით: “ამ კა­ნო­ნით და იმ ქმე­დე­ბე­ბით, რა­საც “ოც­ნე­ბა“ ახორ­ცი­ე­ლებს, ექ­მნე­ბა თუ არა საფრ­თხე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას“, რა­საც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა. პა­რა­ლე­ლუ­რად, დარ­ბაზ­ში […]

სახალხო დამცველმა აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია. რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია

სახალხო დამცველმა აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია. რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა, კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი სხვა ქვეყნებში […]

შამბა ამბობს, რომ თბილისთან კონფედერაციის საკითხის განხილვას არ გეგმავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვას, რომელშიც მან 2030 წლისთვის საქართველოს გაერთიანებაზე ილაპარაკა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ თბილისს კიდევ 300 წლის განმავლობაში ექნება აფხაზეთის დაბრუნების სურვილი. „მათ (საქართველოს) 30 წელია სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ეს […]

გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას ადასტურებს რუსთაველის ეროვნული თეატრი. ტრისტან სარალიძე 1980 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. სცენაზე შესრულებული აქვს როლები: ჯამბაზი (“როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”), ჭეიშვილი (“საბრალდებო დასკვნა”), პოლიციელი (“სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), მკვლელი (“მაკბეტი”), გელა (“მერე რა რომ სველია სველი იასამანი”), ქავთარ (“ლამარა”), […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7697 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7697ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7690 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 24 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7246 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9540 ლარია.

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს. დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და […]

პრეზიდენტის მანდატი თუ გაგრძელდება ახალი ვადითაც, ჩვენ მხარს დავუჭერდით — გახარია

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარი მანდატის მეორე ვადით გაგრძელებას გადაწყვეტს. მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია. “მე ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი, […]

ირაკლი კობახიძე მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. ტრისტან სარალიძემ, ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო. თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის […]