ცხინვალი “ქართულ ოცნებას” რეალობაში დაბრუნებას ურჩევს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსახლეობამ გააკეთა შეუქცევადი არჩევანი თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ, რაც რესპუბლიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია. დე ფაქტო სამინისტრომ კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გააკეთა, სადაც მან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების […]

კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნება აპირებს, საკითხს საბოლოოდ კენჭი ხვალ, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე უყაროს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ. მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა. “ეს სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე უნდა […]

ირაკლი ზარქუა – „ნაცი“, ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოები, არის ერთი გაერთიანება, „ლოკალური ომის ქარტია“ დავარქვათ ამას – მადლობა მადამ პრეზიდენტს ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა

როგორც „ნაცი“, ის ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოები – ეს არის ერთი გაერთიანება. ერთნი არიან, გესმით? სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, “ლოკალური ომის ქარტია” დავარქვათ ამას, რა მნიშვნელობა აქვს? სალომემ საკონტროლო ესროლა, რომ დიახ, უნდა გაერთიანდეთ – კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, – ამის შესახებ საპარლამენტო […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს პროევროპული გზა, პროევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა

ბალტიის ქვეყნებმა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვიმყოფებოდით და ვესაუბრეთ როგორც ოპოზიციას ასევე პოზიციას, ძლიერი მესიჯი გავაგზავნეთ, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის პროევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდეს. „ჩვენ მოვუწოდეთ, რომ […]

სოზარ სუბარი – სახალხო დამცველმა აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია – რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია

მომხსენებელმა (გიორგი მსხილაძემ) ბრძანა, რომ ჩვენთან გამჭვირვალობა არის მიზანი, სხვაგან კი გამჭვირვალობა არის მიზნის მიღწევის საშუალება. ძალიან მაინტერესებს, როგორ ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს?!, – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს წარადგენს. მისივე თქმით, თუ კი სხვა […]

ნათია თურნავა – ლარის ანაბრების მოცულობამ უცხოური ვალუტის ანაბრებს გადააჭარბა, რაც ლარიზაციის მხრივ ისტორიული შედეგია

დოლარიზაცია ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, შესაბამისად, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე პროგრესი ხელშესახებია და „ლარის მიმართ საზოგადოების […]

„ნაციონალური მოძრაობა“ – საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ისაუბრა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა და ხაზი საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას გაუსვა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დისკუსია შედგა ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც, რაზეც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „შეგახსენებთ, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში […]

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა. ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას შეეხება. მიმოხილვის თანახმად, რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა $4.81 მილიარდს შეადგენდა, თუმცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვები $325 მილიონითაა შემცირებული. „ეროვნული ბანკის […]

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მედიის ცნობით, საარჩევნო უბნების, თითქმის, 90% ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ნაუსედამ ხმების, დაახლოებით, სამი მეოთხედი დააგროვა. მეორე ადგილზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტეა. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. „ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰგავს მყიფე ჭურჭელს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ […]

თელავის აეროპორტი 2025 წლის მაისისთვის პირველ ფრენებს უკვე მიიღებს

თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი განცხადებით, უკვე დასრულებულია თელავის აეროპორტის პროექტირება როგორც სააეროდრომო, ისე სატერმინალო და სახმელეთო მიმართულებით. „უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, […]