ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის პრეზიდენტის, მარსელუ რებელუ დე სოუზას ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი პორტუგალიას 28 მაისს ეწვევა და პრეზიდენტ დე სოუზას გარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროსაც შეხვდება. პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის გაღრმავების საერთო სურვილს გამოხატავს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა […]

საკალათბურთიო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია

საკალათბურთიო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კლუბმა გადამწყვეტ საფინალო ბრძოლაში “კავკასიას” 90 : 82 ანგარიშით მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. “ქუთაისი 2010″ ეროვნული სუპერლიგის ჩემპიონია!ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, მწვრთნელებს, პირადად კოტე ტუღუშს, გულშემატკივრებს, მთელ ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას!”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო ტენდერში […]

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კულდიგის რაიონულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კულდიგის რაიონულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მეგობრობისა და თანამშრომლობის 38 წელზე მეტი გამოცდილების საფუძველზე, მხარეებმა ხელი მოაწერს შეთანხმებას კულდიგის რაიონულ საბჭოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის შესახებ. ითანამშრომლებენ რეგიონული მართვისა და განვითარების, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის, იუნესკოს მემკვიდრეობის […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები. დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული […]

არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს – ზატულინი პრემიერის განცხადებაზე

არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. „არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და […]

7-კაცა ბენიდორმის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს 7-კაცამ ბენიდორმის (ესპანეთი) საერთაშორისო ტურნირზე ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო და შინ ჩემპიონის თასით ხელდამშვენებული ბრუნდება. მოსამზადებელი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და საქართველომ სამივე თამაში დიდი სხვაობით, ისე მოიგო, რომ თავად ლელოც არ გაუშვია: ‘ჩილესთან’ 40:0, ‘ბელგიელ ბარბაროსებთან’ 45:0 და ‘ვიატორ ბარბაროსებთან’ (ესპანეთი) 36:0. თასის მეოთხედფინალში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის […]

,, მაშინ ,,ინჯიოები” უყვარდა ბატონ ბიძინას” – ინგა გრიგოლია

,, მაშინ ,,ინჯიოები” უყვარდა ბატონ ბიძინას” – ინგა გრიგოლია ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ,,ვახ, რა ფოტოები ვიპოვე არქივში😂😂😂მაშინ ინჯიოები უყვარდა ბატონ ბიძინას, ახლა რომ ლანძღავს და ნაცებს ეძახის)))))”

ხვალ დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან

ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან […]

აპრილში ჩინეთიდან კაპიტალის გადინებამ უმაღლეს დონეს მიაღწია – Bloomberg

გასულ თვეში, ჩინეთიდან კაპიტალის გადინებამ მიაღწია უმაღლეს დონეს 2016 წლის დეკემბრის შემდეგ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ არახელსაყრელი გარემოა შექმნილი იუანისთვის სუსტი შიდა ეკონომიკისა და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის გაურკვევლობის გამო. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. გასულ თვეში ჩინურმა ბანკებმა 36,7 მილიარდი აშშ დოლარის უცხოური ვალუტა მიყიდეს თავის კლიენტებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებeლია […]