პრეზიდენტმა ბაიდენმა დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე პატივი მიაგო

არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, ორშაბათს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. ბაიდენი სასაფლაოზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა. ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო. „ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა ადგილზე, რათა გავიხსენოთ, პატივი მივაგოთ ასობით ათასი ქალისა და მამაკაცის მსხვერპლს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს […]
დავით ბერძენიშვილი – დეპუტატები ბედნიერების განცდის გარეშე და შესაძლოა მტკივნეულადაც მიაჭერენ ხელს ღილაკს და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში – ივანიშვილი „ცეცხლს ეთამაშება“

უმრავლესობის დეპუტატები მიაჭერენ ხელს ღილაკს და დაიწყება ახალი ეპოქა ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას განაცხადა. დავით ბერძენიშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ვეტოს დაძლევა კიდევ უფრო გაზრდის ხელისუფლების დაპირისპირებას ქართულ საზოგადოებასთან […]
ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე […]
ბათუმში, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებმა ბანერი წარწერით: “არა რუსულ კანონს” გაშალეს

ბათუმში “აჭარა ბეთ არენას” სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა პროტესტის ნიშნად ტრანსპარანტები – “არა რუსულ კანონს” გამოფინეს. ამ ფორმით მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. “აჭარა ბეთ არენაზე” ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს.
ნიკა ტყემალაძე – ყველა მუნიციპალიტეტში ვეცნობით სტიქიის შედეგებს, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონებში სტიქიის შედეგებს გაეცნო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა ტყემალაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია. რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ნიკა ტყემალაძის განცხადებით,ცენტრალური ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ ხელისუფლებასთან,მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი […]
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა კვიპროსთან მატჩებისთვის

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 31 მაისს, ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება, 4 მაისს კი, მეტოქეს საქართველოში უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. კვიპროსთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ირის ანტმანის სიაში 23 ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი) […]
ზურაბიშვილი: ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს ქართულ ქარტიას წარვუდგენ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ მომზადებულ ქართულ ქარტიას ბრიუსელში პარტნიორებს წარუდგენს. ამაზე პრეზიდენტი X-ზე წერს. “ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ ქართულ ქარტიას და ახალ პოლიტიკურ მოდელს, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე. მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზადაა, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპით შევიდეს ევროპაში”- წერს ზურაბიშვილი. I will present #GeorgianCharter […]
რაფაჰის საგუშაგოზე ეგვიპტესა და ისრაელს შორის სროლის შედეგად ეგვიპტის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე, რაფაჰის საგუშაგოზე, ეგვიპტისა და ისრაელის ჯარისკაცებს შორის სროლის შედეგად ეგვიპტის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ისრაელელებს შორის მსხვერპლი არ არის. კაირომ მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა. ოფიციალური პირების თქმით, სროლა ისრაელის ჯარისკაცებმა დაიწყეს. ისრაელი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სატვირთო მანქანას, რომელშიც ისრაელის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისრაელელებმა ცეცხლითვე უპასუხეს. […]
ვეტოს თუ დაძლევენ, ძალიან ბევრი [ბიზნესი] მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პროექტები შეაჩეროს – სიფა

ხვალ, თუ პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, ბევრი ინვესტორი მიიღებს პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას – ამის შესახებ დავით კიკალეიშვილმა, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.
ბუშელი ხორბლის ფასი $7,1-მდე გაიზარდა -Trading Economics

Tradingeconomics-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება. დღეს ხორბლის ღირებულებამ 15%-ზე მეტით მოიმატა და ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 7,1 დოლარი შეადგინა, რაც უმაღლესი ფასია 2023 წლის ივლისის შემდეგ, როცა უამინდობის გამო მიწოდება შეფერხდა. რუსეთში, იმ რაიონებში სადაც მარცვლეული მოჰყავთ, ყინვებმა შესაძლოა ხორბლის დათესილი ფართობის 1%-ი გაანადგუროს, რის გამოც 3 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სავარაუდოდ 900 […]