Meta ყურსასმენებზე მუშაობს, რომელსაც AI და კამერა ექნება – The Information

Meta დაინტერესებულია ყურსასმენების შექმნაზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და კამერა ექნება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა უკვე განიხილა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამის შესახებ The Information წერს. ჟურნალისტებს Meta-ს 3-მმა თანამშრომელმა განუცხადა, რომ პროექტს Camerabuds ჰქვია. ეს ყურსასმენები შეიძლება გამოყენებულ იქნeს ობიექტების იდენტიფიცირებისთვის ან ტექსტის უცხო ენებიდან თარგმნისთვის. პროექტის დამტკიცება მოსალოდნელი […]
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” […]
“დილამ” ბათუმში მოიგო, თბილისის “დინამო” “კოლხეთთან” წაგებას გადაურჩა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ორი მატჩი გაიმართა. „დილამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა ბათუმის „დინამო“ და ლიდერობა განიმტკიცა. დუბლი ვაუტერმა შეასრულა, რომელსაც ისევე როგორ „ტორპედოს“ თავდამსხმელ იონსენს, 9 გოლი აქვს გატანილი და ისინი ჩემპიონატის ბომბარდირები არიან. თბილისის „დინამომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მოისწრაფიშვილის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით ფრეს მიაღწია „კოლხეთთან“. ორივე გუნდი 19-19 ქულით სატურნირო ცხრილის […]
გენერალი სირსკი: საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების მოლაპარაკების შემდეგ. სირსკის თქმით, მან უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ უკრაინის სასწავლო ცენტრები, ასევე გაეცნონ მათ ინფრასტრუქტურას და პერსონალს. „მე მჯერა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება წაახალისებს სხვა პარტნიორებს, შეუერთდნენ ამ […]
ამერიკელ ჯარისკაცს რუსეთში ახალი ბრალდება წაუყენეს

რუსული მედიის ცნობით, ამერიკის არმიის სერჟანტ გორდონ ბლეკს, თავისი პარტნიორის, რუსი ქალის მკვლელობის მუქარის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. გორდონი პატიმრობაში მაისის დასაწყისიდან იმყოფება, მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და ის ვლადივოსტოკის საპატიმროში იმყოფება. 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ვლადივოსტოკის რაიონულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „ამერიკის მოქალაქეს” წარუდგინეს საბოლოო ბრალდების დოკუმენტები და საქმე სასამართლოში გაიგზავნა. „1989 წელს დაბადებულ მამაკაცს გადასცეს […]
ალექსანდერ ვერშბოუ – “უცხოეთის აგენტის” კანონთან დაკავშირებული მთელი საკითხი დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის გამოსწორების შესაძლებლობა

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს. ვერშბოუმ ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ისაუბრა ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უპასუხა კითხვას, თუ სად ხედავს საქაართველოს პროცესში. მისი თქმით, სამწუხაროა საქართველოში კონსესუსის რღვევა, როცა უმრავლესობის პარტია დასავლეთს ზურგს აქცევს. […]
აშშ-ის 4 შტატში, ქარიშხალმა 21 ადამიანი იმსხვერპლა

ტორნადოთი გამოწვეულმა ქარიშხალმა, ამერიკის სამხრეთ დაბლობებსა და ოზარკის მთებში, სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიური უბედურება ამერიკის ოთხ შტატს დაატყდა თავს. ორშაბათს ნაშუადღევის მდგომარეობით, განადგურებულია ასობით შენობა. ამერიკის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მინიმუმ, რვა ადამიანი დაიღუპა არკანზასში, შვიდი ტეხასში, ოთხი კენტუკიში და ორი ოკლაჰომაში. კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა, ორშაბათს, შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამინდის […]
28 მაისს, 11:00-ზე და 17:00 საათზე, პარლამენტთან ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართება

28 მაისს, 11:00-ზე და 17:00 საათზე, პარლამენტთან ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართება. „ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს […]
“ქართულ ქარტიას” და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმას, “ქართულ ქარტიას” ბრიუსელში, პარტნიორებთან წარადგენს, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღდგეს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს. “მე წარვადგენ “ქართულ ქარტიას” და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები. მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზად არის […]
ალეკო ელისაშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ვეტოს დაძლევით თავს განაჩენს გამოუტანენ, პოლიტიკურად ყელში დანას გამოისვამენ და ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან

ჩანს, რომ ვეტოს დაძლევას აპირებენ, ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ, პოლიტიკურად თვითონვე ყელში დანას გამოისვამენ და იმ ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ, რატომაა […]