მარია ზახაროვა – პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვაზე საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა ელიტამ უკიდურესად ინანო

ვარშავის გადაწყვეტილებაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდოს, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით არ იცის და რუსეთი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის ნოტას ელოდება. „როდესაც ჩვენ მას მივიღებთ, შევისწავლით და საპასუხო ზომებს მივიღებთ, […]
Ryanair-ს რეკორდულ წლიური მოგება აქვს – CNBC

ბიუჯეტურმა გადამზიდავმა Ryanair-მა რეკორდულ წლიური მოგება გამოაცხადა. ამის შესახებ CNBC იუწყება დუბლინში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ მოგება გადასახადების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში 2024 წლის მარტამდე 34%-ით გაიზარდა და 1,92 მილიარდ ევრო (2,09 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო შემოსავალი 25%-ით წელიწადში 13,44 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ავიაკომპანია 184 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 23%-ით მეტია კოვიდამდელ მაჩვენებელთან შედარებით. […]
რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ

რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „სხვა ქვეყნებს ასეთი წესები უკვე აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მაგალითს სხვებიც მიჰყვებიან. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამას, როგორც სერიოზულ გამაფრთხილებელ სიგნალს, ისე მიიღებს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ. მისივე თქმით, […]
ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ავრცელებს, ლიეტუვის გარდა, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები აწერენ ხელს და მისი ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. „ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე […]
საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, თუ რაღაც ტიპით ნეორუსული ქვეყანა – პრეზიდენტი

თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში, გვაჩვენეთ, გვითხარით, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი დიასპორას მიმართავს. პრეზიდენტის თქმით, დღეს დგას ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავლის საკითხი: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა. „დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო […]
ვხედავთ შეტევას კანონზე და მიზანს, დაფინანსების ნაწილი დარჩეს დაფარული – პაპუაშვილი

დღეს ვნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვეტოს საკითხის განხილვა, ალბათ სიტყვა „იმიტომ“ გასდევს ამ განხილვას, რადგან შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა პრეზიდენტის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ არგუმენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგოდ არ არსებობს. „პრეზიდენტის წარმომადგენელს კითხვებზე, თუ რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელი მუხლი, მას არ ჰქონდა პასუხი. […]
,, ეს ხალხი უკვე საპროტესტოდ გამზადებულია, ხელისუფლებას დაიცავენ კი არა, მის მოსაშორებლად ყველაფერს გააკეთებენ” – დავით ჭიჭინაძე

ლევან ჯავახიშვილი ,,ალია” ესაუბრება ,,ტრიბუნას” დამფუძნებელს, ყოფილ პარალმენტარ დავით ჭიჭინაძეს: – ბატონო დავით, ,,ქართული ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება, პარალელურად, ახალგაზრდობის გამოსვლები არ წყდება, უპრეცენდენტო რაოდენობის, 200 000 ადამიანი გამოვიდის საპროტესტო აქციებზე. როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ხალხის ეს ბრძოლა? შესძლებს ხალხის გატეხვას ბიძინა ივანიშვილი და დაამყარებს ქვეყანაში დიქტატურას? – მოდით, ხალხის თვლას თავი დავანებოთ და მარტივად […]
არჩევნებში თქვენი როლი და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია – პრეზიდენტი დიასპორას მიმართავს

პრეზიდენტი მიმართვაში, ასევე წერს, რომ მის გეგმაში, რომელსაც “ქართული ქარტია” ჰქვია, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს, რომ მათი სრული მობილიზაციაა საჭირო. “თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე, შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება […]
დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული […]
ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყების სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას უძღვებოდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ირაკლი კობახიძემ ვრცლად […]