დავიჯერო, თვითონ ვერ ხვდება, რა თამაშში შევიდა, ეს მართლა ბატი ტასიკო?! – მაია ნიკოლეიშვილი პრეზიდენტზე

მაია ნიკოლეიშვილის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ “ქართულ ქარტიასა” და მის პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით. “ვუყურე და ვუსმინე სალომე ხანუმის “შედგენილ” ქარტიას! პრემიერი ირაკლი კობახიძე მედარდებოდა, რაიმე არ დაეშავებინათ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, გავეშებულ საერთაშორისო ” მეგობრებს”. ის მაიმედებდა, რომ ყველა ასეთი “გათვლა” შედეგისთვის “კეთდება”. ღმერთმა დაიფაროს, და რა უნდა მიეღოთ? მხოლოდ ხელისუფლების დაშინება? […]
ვერშბოუ რუსულ კანონზე: მთელი ეს საკითხი დიდი შეცდომა იყო

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო. ამ თემაზე მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. “მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, […]
ხვალ ბოლო შანსი გაქვთ, არ დაძლიოთ ვეტო – მიმართვა კახეთიდან კახელ დეპუტატებს

წნორში არსებული „ცოდნის კაფე“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობის კახელ დეპუტატებს, ირაკლი ქადაგიშვილსა და დავით სონღულაშვილს მიმართავს, რომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი არ დაუჭირონ. „რამდენიმე საათი გრჩებათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წყალგამყოფ სესიამდე, გამოიყენოთ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის გარუსების გზას. კახელებმა წარგადგინეთ პარლამენტში და ამიტომ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, […]
საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონია

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კლუბმა გადამწყვეტ საფინალო ბრძოლაში “კავკასიას” 90:82 ანგარიშით მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. “ქუთაისი 2010″ ეროვნული სუპერლიგის ჩემპიონია! ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, მწვრთნელებს, პირადად კოტე ტუღუშს, გულშემატკივრებს, მთელ ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას!”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
დემჩენკოს ბათუმის “დინამოში” თანამემამულე მეკარის გადაყვანა სურს

ბათუმის “დინამო” უკრაინის “მინაის” 21 წლის მეკარით ალეკსანდრ კემკინით დაინტერესდა, – იტყობინება Sport.ua. კემკინის ტრანსფერის განხორციელება “დინამოს” თავკაცს ანდრეი დემჩენკოს სურს, რომელიც მისი მწვრთნელი ზაპოროჟიეს “მეტალურგში” იყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ დემჩენკოს განსაკუთრებით კემკინის ფეხით თამაში მოსწონს და სწორედ ასეთი მეკარე სჭირდება. კემკინს “მინაისთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 50 […]
მარია ზახაროვა – პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვაზე საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა ელიტამ უკიდურესად ინანოს

ვარშავის გადაწყვეტილებაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდოს, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით არ იცის და რუსეთი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის ნოტას ელოდება. „როდესაც ჩვენ მას მივიღებთ, შევისწავლით და საპასუხო ზომებს მივიღებთ, […]
ნატოს სამიტის სამი პრიორიტეტი – რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს?

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომლის მთავარი მიზანი, გენერალური მდივნის თქმით, მშიდობის შენარჩუნებაა, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება. 75-ე სამიტს ვაშინგტონი, აშშ-ის დედაქალაქი უმასპინძლებს. „ნატო ისტორიაში ყველაზე გამძლე, ყველაზე წარმატებული ალიანსია“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ალიანსში ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდნენ. ეს უკანასკნელი, ნატოს ვაშინგტონის სამიტს, წევრის სტატუსით პირველად დაესწრება. „მიზეზი იმისა, თუ […]
“მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონი” – ევროკავშირის 7 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილს მიმართავს

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის [ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი] პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს ე.წ. აგენტების კანონი. განცხადებაში, რომლითაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, ნათქვამია, რომ ბოლო დროს საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის “შემაშფოთებელია”. მათივე შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზედაც ვალდებულება აიღო საქართველომ, რომ იხელმძღვანელებდა. “ის სულისკვეთება და […]
“12-მდე ბიზნესმენი დავთვალე, სანქციები მათაც შეეხებათ“ – გოცირიძე

დეპუტატი რომან გოცირიძე ბიზნესს მკვეთრი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს. „საქმიანი დილის“ ეთერში გოცირიძემ მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით სიაში მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც მოხვდებიან. გოცირიძე ფიქრობს, რომ სანქციების ეფექტი ქვეყნისთვის დამანგრეველი ეფექტის მომტანი იქნება, რადგან ის შეამცირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების მოცულობას. „სანქციები მოახდენს უმძიმეს გავლენას ქვეყანაზე. ეს იქნება არა მხოლოდ დეპუტატებზე, არამედ […]
ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ქარტიას შეუერთდნენ – პარტია განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილის ქარტიას შეუერთდა. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს. შესაბამისად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება მიხეილ […]