ნეთანიაჰუმ „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა რაფაჰზე დარტყმას, რომელსაც დევნილებში მსხვერპლი მოჰყვა

გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგნიზაციებმა დაგმეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე ისრაელის ავიადარტყმა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია ღაზის სხვა რაიონებიდან დევნილთა ბანაკში. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის კონტროლქვშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისს, ავიადარტყმის შედეგად დევნილთა ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი და ასეულობით დაშავდა. ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას […]
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – რაფაჰზე თავდასხმისთვის შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის

ეს თავდასხმა ომის დანაშაული იყო თუ „ტრაგიკული შეცდომა” ღაზას მოსახლეობისთვის – დებატები არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ კვირას ისრაელის მიერ რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიში ტრაგიკული შეცდომა იყო. „ის, რაც მოხდა, იყო უახლესი – და შესაძლოა ყველაზე სასტიკი – სისაძაგლე. […]
მედია – ირანმა რუსეთს უახლესი მართვადი ბომბები Qaem-5 მიაწოდა

ირანმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის საჰაერო ბომბები პირველად მიაწოდა,- ინფორმაციას Bild-ი ღია მონაცემთა ანალიზის ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს. კურსკის ოლქში Qods Mohajer-6 ტიპის დრონი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე უახლესი ირანული მართვადი ბომბები Qaem-5 იყო. დრონით სუმის ოლქზე შეტევა იგეგმებოდა, მაგრამ ის გაურკვეველი მიზეზის გამო ჩამოვარდა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში Qaem-5 ბომბები ადრე არ გამოუყენებია და ექსპერტი აცხადებს, რომ […]
ბანგლადეშსა და ინდოეთში, ციკლონის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთისა და სამხრეთ ბანგლადეშის სანაპირო ნაწილებში ციკლონ „რემალს“ სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. რეგიონს 110 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს, რის გამოც დაბლობები დაიტბორა, საჭირო გახდა მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია. ქარიშხალმა კვირას გაიარა ბანგლადეშის პორტი მონგლა, საგარის კუნძულები დასავლეთ ბენგალიაში, ინდოეთში და მეორე დღეს შესუსტდა. ბანგლადეშის კატასტროფების მინისტრის, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი შეხვდება მეფე ფილიპს, პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრს, ლუდივინ დედონდერს. დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ავიაბაზაზე, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნას გადიან. მედიის ინფორმაციით, ესპანეთსა […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰზე თავდასხმაზე – სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო. “ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რომ არ დავაზიანოთ ის, ვინც ჩართული არაა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკში კვირას ისრაელის თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოხდარის გამო […]
Le Parisien: პსჟ-სთვის პრიორიტეტული კვარაცხელიაა და არა ბერნარდო სილვა

“პარიზიენის” მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ პსჟ-სთვის მთავარი “ნაპოლის” შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა. – გამარჯობათ, ბერნარდო სილვას “პარი სენ ჟერმენში” ტრანსფერი ისევ განიხილება? – დილა მშვიდობისა. აპრიორი არ არის. გასულ კვირაში ორმა ლუისმა (ენრიკემ და კამპუშმა) სასურველი ფეხბურთელების სია დაადგინეს. მარჯვენა გარემარბის დამატება უკვე აქტუალური არ არის. კლუბი პირველ […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში

ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ყველაზე შესაფერისი პასუხი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში. “მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო ინფორმირებულ იქნა საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ახალი კანონის გარშემო […]
“სად იყო შევჩენკო ომის პირველი ოთხი თვისას?” – ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელს ანდრეის პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება

კიევის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ ალიევმა, რომელიც ახლა სამხედრო მოსამსახურეა, “იუთუბის” არხზე გადაცემა BurBuzz-თან ინტერვიუში ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო გააკრიტიკა. – როდესაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ოთხი თვე შევჩენკოს შესახებ საერთოდ არაფერი მსმენია. არ მსმენია და არ მინახავს. ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა დაიწყო, როცა კიევში ეს რუსი ნაძირალები უკვე არ […]
,,იმ 84 ქოციდან რამდენი სცემს ბოლთას ეხლა…” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ,,იმ 84 ქოციდან რამდენი სცემს ბოლთას ეხლა და რამდენი მშვიდად ხვრინავს?”