„უნდა ველოდოთ ლარის გაუფასურების უფრო მსხვილ მასშტაბებს“ – აკაკი ცომაია

უნდა ველოდოთ ლარის გაუფასურების უფრო მსხვილ მასშტაბებს – ამის შესახებ ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ დაამტკიცებს MEGOBARI აქტს და „ქართველი ხალხის აქტს“, სანქციები ამოქმედდება და ქვეყნიდან აქტიურად დაიწყება კაპიტალის გადინების პროცესი, რის შემდეგაც „შეუძლებელი გახდება კურსის დაჭერა“. „როცა შეერთებული შტატები მიიღებს იმ ცნობილ კანონს და დაიწყება უკვე […]

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევენ, ეს EU-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა“ – როიტენი

ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს. ის ასევე აღნიშნავს, რომ კანონის გაწვევა ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზაა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა,“ – წერს X-ზე როიტენი.

წაქაძე: არაკანონიერ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდეთ, ეს არის მიღებული პარლამენტის მიერ

რაც არ უნდა იყოს, არაკანონიერ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდეთ, ეს არის მიღებული პარლამენტის მიერ, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ. დებატები შეიძლება იყოს, მაგრამ არ მინდა და არ შეიძლება, გაუუქმეო, არის შეურაცხყოფა დეპუტატების… ამ ქვეყანაში რა უნდა დამყარდეს? უმცირესობის მმართველობაა დემოკრატია თუ უმრავლესობის?..

მასშტაბური მეწყრის გამო პაპუა-ახალი გვინეა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სახელმწიფოს, პაპუა-ახალი გვინეის მაღალმთიან პროვინცია ენგაში ისევ აქტიურია მეწყერი, რომელმაც ხელისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკვე იმსხვერპლა 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. მეწყრული პროცესი 24 მაისიდან განვითარდა მულიტაკის რაიონში, სადაც ერთი სოფელი პრაქტიკულად, მთლიანად მიწაში ჩაიმარხა. გაეროს წარმომადგენლებს არ აქვთ იმედი, რომ სოფლის 2000-მდე მოსახლიდან ვინმე გადარჩა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გართულებულია იმის გამო, რომ ისედაც […]

“შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“ – ფადი ასლი

“შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ დო­ნემ­დე და­იყ­ვანს“, – ამის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც ასლი გან­მარ­ტავს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ს და­უ­პი­რის­პირ­და, სა­ქარ­თვე­ლოც ამ ნა­ბი­ჯით უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. “ახლა, რო­დე­საც ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ გა­ი­ხა­და და სრუ­ლად რომ აღიქ­ვათ, თუ საით […]

“კანონის ამოქმედება გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. მისი თქმით, კანონის ამოქმედება საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე გავლენა ექნება. “კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო […]

ვიმედოვნებ, რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევენ, ეს EU-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა – როიტენი

ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს. ის ასევე აღნიშნავს, რომ კანონის გაწვევა ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზაა. “გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა,” – წერს X-ზე როიტენი.

ირმა ზავრადაშვილი – ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო – წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ დაიძლევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დადებულ ვეტოს, „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაძლევს. როგორც ზავრადაშვილმა „პალიტრანიუსთან” საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი, „ამიტომ ის დაიძლევა“. „სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი. ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო. რაც შეეხება დაძლევას, თუ სამართლებრივად […]