ხატია დეკანოიძე – „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის განაჩენს, ქვეყნის მძიმე მომავალს მოაწერს ხელს და არ ეგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათ გადასარჩენად რაიმე სახის გენერალური გეგმა აქვს

დაფიქრდნენ, ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავებს, ჰკითხონ შვილებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს რა მძიმე დღეში აგდებენ და ზოგადად, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის კარნახითა და მორალით, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შეიძლება ქვეყნის ღალატი კოლექტიური აქტია, მაგრამ შემდეგ ყველას დაეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. „რამდენიმე საათი დარჩა მანამდე, სანამ კოლექტიურად „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ საკუთარ […]

სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროპული სტანდარტის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), გერმანია საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ (ISWM II) სამეგრელო-ზემო […]

დავით გამყრელიძე – ამ არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს – ეს ბოლო დღეა 84 დეპუტატისთვის!

დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მოიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს მოქალაქეები აპროტესტებენ. დავით გამყრელიძის თქმით, “რუსული რეჟიმი” უნდა შეიცვალოს ხელისუფლებით, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში […]

ირაკლი ქადაგიშვილი – სიმართლე ვერ იქნება ზიანის მომყენებელი – სიმართლესთან შეგუება არის ხოლმე მტკივნეული, მაგრამ, საბოლოოდ ის საქართველოს გააძლიერებს

სიმართლე ვერ იქნება ზიანის მომყენებელი, სიმართლის აღქმა, შეგუება არის ხოლმე მტკივნეული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს სიმართლე იქნება ის, რომელიც საქართველოს გააძლიერებს და ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დღეს უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რადგან ეს არის ქართული […]

ზურაბ ჯაფარიძე – ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი ხელისუფლებიდან გავუშვათ – 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს

ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი {„ქართული ოცნება“} არჩევნებზე გავანადგუროთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ. 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გოგიტა თედორაძეს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ულრიჰ კასპერმა უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრები ფრანკფურტის სავაჭრო […]

შოთა შალელაშვილი – ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება

ივანიშვილი და მისი პარტია მიტაცებული ხელისუფლების ხელმეორედ მისატაცებლად ემზადება – ვითომდა არ დაუშვებენ ქაოსს, რასაც თვითონვე აინიცირებენ ცნობილი კანონპროექტის დამტკიცებით, ეს მათთვის ხელისუფლებაში დარჩენისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ დანაშაულებრივ გეგმებს ვერ განახორციელებს. „თავიანთ გეგმების მისაღწევად“ ეს გადაგვარებულები არაფერს მოერიდებიან! ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ […]

“სრულიად განსხვავებული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება” – “ბოლო ზარი 2024” ლანჩხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქის ცენტრალურ პარკში “ბოლო ზარი 2024” გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. – თქვენს ცხოვრებაში ახლა სრულიად განსხვავებული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მიზნების მიღწევას შეძლებთ და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. გისურვებთ […]

„ერთ დროს უახლოესებს წავუშლივარ მეგობრებიდან… ასე ხლეჩს საზოგადოებას ჩრდილოელი“ – დედა სიდონია

დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს: „ერთ დროს უუახლოესებს წავუშლივარ აქ მეგობრებიდან.ასე ხლეჩს საზოგადოებას ჩრდილოელი!Givi Chichinadze უუამრავი სიკეთე მახსოვს, ჭირშიც და ლხინშიც რომ გვერდით მედექით ორივე!ვერ წარმომიდგენია არ იყო იქ, სადაც შენი საყვარელი ხალხის უმრავლესობაა!მჯერა, ისევ გაერთიანდება საქართველო და ისევ ვილოცებთ, ვიმღერებთ, ვიტრაპეზებთ ერთად!ნეტა არ მოაწერო ხვალ ხელი, ნეტა!“

ბორელი: ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი იქნება

კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი იქნება.