“მივესალმები სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს” – მიხეილ სააკაშვილის კომენტარი

“მივესალმები სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს” – მიხეილ სააკაშვილის კომენტარი „ქართულ ქარტიას“, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერაა ინიცირებული, სააკაშვილის აცხადებს, რომ მიესალმება. „მე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მივესალმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს“,- აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში. „ქართული ქარტიის“ ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკურ […]

უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ბრიუსელში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე აღნიშნული, რომ ბელგია წელს უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის მინიმუმ 977 მილიონ ევროს გამოყოფს. კერძოდ, ასეთი ვალდებულება, ისევე როგორც ბელგიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას […]

პარლამენტთან ზაზა სარალიძე მივიდა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვს

პარლამენტთან, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. მისი განმარტებით, ის უშუალოდ პარლამენტში შესვლას და განცხადების დაწერას ითხოვს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, განცხადება, რის დაწერასაც ითხოვს, “ყველაფერზე საუბარს მოიცავს, მათ შორის აღნიშნულ კანონზე”. “გამომაწოდონ ბლანკი, რომ განცხადება დავწერო. მინდა, ნებისმიერი […]

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს

უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „აბსოლუტურად ნათელია, რომ მათ (უკრაინელებმა) დარტყმები რუსეთის შიგნით უნდა განახორციელონ, ამიტომ, ჩემი აზრით ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, […]

პარლამენტის შენობის უკან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“. პარლამენტში უკვე დაიწყო სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ. 27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, […]

“ქართველი ხალხი წყვეტს სამხრეთ კავკასიის ბედს”- ხედვა აზერბაიჯანიდან

აზერბაიჯანლების რეაქცია საქართველოში მიმდინარე “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე აზერბაიჯანში, რომლის მოსახლეობის ორი მესამედი არ არის პოლიტიკით დაინტერესებული, საქართველოში “უცხოური აგენტების შესახებ კანონის” მიღება და საპროტესტო აქციები, ყურადღების საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ფიქრობს, რომ საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლა დადებითი და ოპტიმიზმის მომცემი პროცესები მიმდინარეობს. “თეთრი შური” […]

როიტენი: კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა.

„ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და მეორეც“ – ბექა დავითულიანი ე.წ. „რუსულ კანონზე“

როგორ არ უნდა მაწუხებდეს, როცა ამდენი ადამიანი განიცდის რაღაცას და აქვს გარკვეული შიშები. რა თქმა უნდა, მაწუხებს. ვფიქრობ ამ ადამიანებზეც და ბევრ სხვა რამეზეც, რა ელის ამ ქვეყანას, – ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ქვეყნისთვის პრობლემა ერთი გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს და შეიძლება რისკებს შეიცავდეს მეორეც. „ყველა თავის […]

„ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 28 მაისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. სააგენტოს ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის […]

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი 2.8125 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8125 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია. განსხვავებულია კურსი კომერციულ ბანკებში, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა 2.8800 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7600 ლარად […]