პაპუაშვილი ბოკუჩავას გამოსვლაზე: ზედმეტად ნეკროფილური იყო

“ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო, მე მგონი”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ თინა ბოკუჩავას გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის “პოლიტიკური სამარე გათხრილია”. დღეს პარლამენტში რუსულ კანონზე პარლამენტის ვეტო განიხილავენ. “ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა ყოველდღე და დადგომა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამას საკუთარი თვალით […]

პარლამენტთან ზაზა სარალიძე მივიდა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვს

პარ­ლა­მენ­ტთან, სა­დაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე მი­ვი­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, ის უშუ­ა­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას ითხოვს, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, გან­ცხა­დე­ბა, რის და­წე­რა­საც ითხოვს, “ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბარს მო­ი­ცავს, მათ შო­რის აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­ზე”. “გა­მო­მა­წო­დონ ბლან­კი, რომ გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რო. მინ­და, ნე­ბის­მი­ე­რი […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“ – სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით. მსახიობები, ოპოზიციონერი პოლიტიკისები, ყოფილი დეპუტატები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ, იმისთვის, რომ გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. მოქალაქეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, ეს […]

ლევან ხაბეიშვილი – ვინც მხარს უჭერს და ახალისებს „რუსულ კანონს“, მათ შორის ფინანსურად, პასუხისგება აუცილებლად მოუწევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა პარლამენტარს უნდა ესმოდეს, რომ თუ დაძლევენ ვეტოს, ამით საქართველოს დემოკრატიას ჩააგდებენ საფრთხეში და ქვეყანას ევროკავშირს დააშორებენ. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ ინდივიდუალური სანქციები დაუწესდებათ. „უნდა ესმოდეს ყველა პარლამენტარს, რომ თუ დაძლევენ ვეტოს, ისინი საქართველოს დემოკრატიას აგდებენ საფრთხეში. ისინი ქვეყანას ევროკავშირს აშორებენ. მათ ინდივიდუალური სანქციები […]

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. 28 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ შემცირდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“. „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 1%-ით შემცირდა და თბილისის დროით, 12:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 39.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. „თიბისი ბანკის“ (TBC PLC) აქციების ღირებულება 1.88%-ით დაეცა. ბანკის ერთი აქცია […]

„დუმილი დაანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე გვიშენებია“ – მუსიკოსები ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებენ

ქართველი მუსიკოსები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ვიდეოს ფესტივალი „Tbilisi Open Air“ ავრცელებს და ამბობს, რომ ის სპონტანურადაა გადაღებული და მასში მხოლოდ ის არტისტები მონაწილეობენ, რომლებთან დაკავშირებაც მოკლე პერიოდში შეძლეს. მუსიკოსები გმობენ ძალადობას, დაშინებას, რეპრესიებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ. მიმართვას „Tbilisi Open Air-თან“ ერთად უერთდებიან: „თამადა“, „ლუა“, დათო ლომიძე; ანუშკა ჩხეიძე; „არა“; „stia“; გიორგი […]

„28 ათასზე მეტი ფეხსაცმელი, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებაზე დავაკავეთ 1 პირი” – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენებაზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქ. თბილისში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც, დაქირავებული პირების მეშვეობით, ახდენდა მის მიერ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ იაფფასიან სპორტულ ფეხსაცმელებზე “ნაიკი”-ს ბრენდის სასაქონლო ნიშნის დატანას და შემდგომ რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის მფლობლობაში არსებული საამქროდან და მაღაზიიდან […]

დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა. სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა […]

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 5 მლნ კუბ.მ ბუნებრივ გაზს ყიდის

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოში მოპოვებული გაზის ნაწილს ყიდის. კორპორაციამ აუქციონზე 5 მლნ კუბ.მეტრი გაზი გამოიტანა. ვაჭრობისას, რომელიც 10 ივნისს უნდა გაიმართოს, ბუნებრივი გაზის საწყისი ფასი 1000 მ3 -ზე 627.16 ლარია (დღგ-ს გარეშე). სააუქციონო ვაჭრობა კი, იწყება საწყისი ფასით და გრძელდება „საწყისი ფასის“ 5.45 ლარის ბიჯით გაზრდის პრინციპით. გაზის მყიდველისათვის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან […]

„დიოს“ დამფუძნებელი რუსულ კანონზე: არ ექვემდებარება მოდიფიცირებას, უნდა გაუქმდეს

„დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება: „ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ […]