ბელგიამ უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 28 მაისს გააფორმეს ათწლიანი, ორმხრივი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში. ხელშეკრულება ითვალისწინებს სულ მცირე 977 მილიონ ევროს, რომელსაც ბელგია სამხედრო დახმარების სახით მიაწვდის უკრაინას მიმდინარე წელს, – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე. ამასთან, ზელენსკის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, ბელგია უკრაინას 2028 წლამდე მიაწვდის F-16 ტიპის 30 საბრძოლო თვითმფრინავს, რომელთაგან […]
დემჩენკოს ფავორიტი – ევროტურნირებამდე ბათუმის “დინამო” უკრაინელი მეკარით აპირებს გაძლიერებას

Sport.ua-ს ინფორმაციით, ბათუმის “დინამოს” “მინაის” 21 წლის უკრაინელი გოლკიპერის, ოლექსანდრ კემკინის დამატება სურს. ახალგაზრდა კარის დარაჯის მიწვევა პირადად საქართველოს ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლექსანდრ დემჩენკოს სურვილია, რომელიც კიპერს ზაპოროჟიეს “მეტალურგის” სისტემიდან იცნობს. კემკინი სწორედ “მეტალურგის” აღზრდილია, შემდეგ დონეცკის “შახტარში” ირიცხებოდა, ბოლო სეზონი კი “მინაიში” გაატარა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგიდან გავარდა.
შეთანხმება არ შედგა – ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

azerisport.com-ის ინფორმაციით, ვლადიმერ ვაისი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გახდება. საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავას “სლოვანის” ამჟამინდელი თავკაცი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. აზერბაიჯანელებს სლოვაკის დანიშვნა რამდენიმე მიზეზით სურდათ. მან რუსული ენა იცის, ნაკრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და პლუს მათ მენტალიტეტს ადვილად მოერგებოდა, თუმცა ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი უთხრა.
,, მხოლოდ სახის გამომეტყველებაც ეყოფა რომ მიხვდე ვინ არიან და რისი ჩამდენებიც არიან!” – სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,სახეზე ეტყობათ რისი მიხედვით ყავთ არჩეული თანამდებობებზე. იქამდე რომელს ვიცნობდით, ხალხი ამ ქალაქში თითქმის დავბერდით და ორი , სამის გარდა აზრზე არ ვართ ვინ არიან. მხოლოდ სახის გამომეტყველებაც ეყოფა რომ მიხვდე ვინ არიან და რისი ჩამდენებიც არიან!”
გამყრელიძე: სწორედ არჩევნებზე საზოგადოებამ საბოლოოდ პასუხი უნდა გასცეს ყველა მოღალატეს

საზოგადოებამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს, წინ გველოდება არჩევნები. სწორედ არჩევნებზე საზოგადოებამ საბოლოოდ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ მოღალატეს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ყველა იმ დეპუტატით დამთავრებული, ვინც ხმას აძლევს, რომ საქართველო არ გარუსდება, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება რუსული გავლენის სფეროში, საქართველო იქნება ევროპის სფეროში, საქართველო იქნება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი.
“დიოს” დამფუძნებელი: კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს, აბსოლუტურად არ სჭირდება ქვეყანას

კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზირებას ახდენს, აბსოლუტურად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გაანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე […]
ქართველი იანუკოვიჩი ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი
რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა. „საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში […]
საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს – თბილისიდან ლისაბონამდე

„გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ საკუთარი ეროვნული ღირსების ხმამაღლა დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი. „მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, „გამჭვირვალობის კანონს“ მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ ოპოზიციის დამფინანსებლები, ასეთმა განცხადებებმა დასავლეთის ლიდერებისგან მოლოდინს გადააჭარბა. თურმე, რა […]
„გუნდი ერთიანია, მთლიანი და ვეტო დაძლეული იქნება – თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ“ – რამინა ბერაძე

გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა. რაც შეეხება ფაქტს, ელოდება თუ არა, ის სანქციების ამოქმედებას, ბერაძე პასუხობს, რომ აღნიშნულისთვის მზად არის. „ამაზე […]
საერთაშორისო აღშფოთების მიუხედავად, ისრაელის ძალები განაგრძობენ შეტევას რაფაჰზე

28 მაისს ისრაელი ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰს ჰაერიდან და ტანკებით ბომბავს და განაგრძობს შეტევას, მიუხედავად საერთაშორისო აღშფოთებისა, რომელიც მოჰყვა იმ საჰაერო დარტყმას, რომელმაც დევნილთა ბანაკში ხანძარი გამოიწვია და სულ მცირე 45 ადამიანი იმსხვერპლა. ღამის განმავლობაში განხორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა სულ მცირე 16 პალესტინელი – აცხადებენ ღაზის წარმომადგენლები. ღაზის სექტორი იმართება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად […]