ხერხეულიძე ოცნებას: ვის მკვდარს ტიროდით ირანში, გამაგებინეთ? ჰეზბოლა და ჰამასთან დადექით

თქვენ წახვედით ირანში და ჰეზბოლა და ჰამასთან ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ეს არ არის ჩემი ქვეყნის ოცნება და ნატვრა. ვის მკვდარს ტიროდით ირანში, გამაგებინეთ, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ბრძანდებით პოლიტიკურ ასპარეზზე. საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი ომის პარტიის, რუსეთის პირისპირ. […] იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი […]

წაქაძე: სუვერენნიტეტს რუსეთი რატომ გვართმევს? სად ერევა რუსეთი?

ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან რაღაც ფოჩიანი კანფეტები. [სუვერენიტეტს] რუსეთი რატომ გვართმევს? სად ერევა რუსეთი? გვართმევს ის ადამიანი, რომელიც ერევა ჩვენს საქმეში და ვინ ერევა, ხედავთ… ბიზნესმენი იქნება, თუ დეპუტატი, მის საქმიანობაზე როგორ აისახება, ეს მეორეხარისხოვანია. ქვეყანაზე აისახება დადებითად. [სუვერენიტეტის წართმევას] ცდილობს ყველა ის ადამიანი დასავლეთიდან, ვინც ამას აკრიტიკებს.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. სიიარტოს თქმით, მიზეზი, რატომ არ უჭერს მხარს, მარკ რუტეს უნგრეთზე გაკეთებული განცხადებაა, რომ უნგრეთი მუხლებზე უნდა დააყენონ. „ძალიან რთულია, წარმოვიდგინო, რომ ადამიანი, რომელიც იკავებს და მხარს უჭერს მსგავს პოზიციას, შესაძლოა, არჩეულ იქნას […]

„რუსეთი სუვერენიტეტს რატომ გვართმევს? სად ერევა რუსეთი?“ – ბეჟან წაქაძე

„ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან რაღაც ფოჩიანი კანფეტები. რუსეთი რატომ გვართმევს [სუვერენიტეტს]? სად ერევა რუსეთი? გვართმევს ის ადამიანი, ვინც ერევა ჩვენს საქმეში და ვინ ერევა, ხედავთ. […] ბიზნესმენი იქნება, თუ დეპუტატი, მის საქმიანობაზე როგორ აისახება, ეს მეორეხარისხოვანია. ქვეყანაზე დადებითად აისახება. [სუვერენიტეტის წართმევას] ცდილობს ყველა ის ადამიანი დასავლეთიდან, ვინც ამას აკრიტიკებს“ – ამბობს […]

რამდენად რეალისტურია ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ზრდა

შესაძლებელია თუ არა მომდევნო წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე მიმართულმა თანხებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% შეადგინოს? ეს კითხვა ჯანდაცვის კომიტეტზე, 3 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს დაუსვეს. კითხვის ავტორი უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე იყო, რომელიც დაინტერესდა, რეალისტურია თუ არა 2025 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% მიემართოს. […]

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება – თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენს” – ბორელი

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება – თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენს” – ბორელი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება,ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, სადაც ბრიუსელში […]

შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს – რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი

რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა. მისი განცხადებით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო. „საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა […]

დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა, საპასუხოდ კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართველი იანუკოვიჩი“ მიხეილ სააკაშვილია და ის დღეს ციხეში ზის. როგორც დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართველი იანუკოვიჩის“ მიზანია, რომ ქვეყანა ქართველი გარეშე დარჩეს და ის თავისთვის გადაიფორმოს. „ამ კანონის შემოღებით თქვენ […]

დიმიტრი ხუნდაძე – გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება

„გამჭვირვალობის კანონის“ პირველი დაინიცირებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. დონორების მხრიდან, კანონის გარეშე, გამჭვირვალობის გაუმჯობესების დაპირების დარღვევამ, მისი ხელახლა შემოტანა გახადა საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, მშვიდობის […]

ბორჯომის მერია – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, ორ უბანში, 1 152 გრძივ მონაკვეთზე ასფალტო- ბეტონის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას და სხვადასხვა დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებს. „სოფელ ყვიბისის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ისევე როგორც გასულ წლებში, […]