,, ქვეყნის ბედი არა, მაგრამ დღეს ჩემი პატარების ბედი წყდება” – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,თუ დღეს საქართველო გაიყიდება, ამით მისი ბედნიერი მომავალი გადაიწევს, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენიანად რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ამ მომავალს მოიტანს და არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი თაობა მოესწრება თუ არა ამას. მაგრამ არსებობს ხალხი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები, დიდები, პატარები, რომელთა განვითარებისთვის და სიცოცხლისთვისაც ამ ბედნიერი მომავლის გადადება საბედისწერო […]
მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ

პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “ოცნება” რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში ერთი-მეორეს მიყოლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, – ნათქვამია ტექსტში. ამ შინაარსის “სთორები” სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა – თამარ ხაჟომია […]
მოდრიჩი: კარიერის დასრულება “რეალში” მსურს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხორვატის თქმით, მას კარიერის დასრულება “სამეფო კლუბში” სურს. “ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება. თუ კარიერას მადრიდში დავასრულებ, ამით ჩემი ოცნება ახდება. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ჯერ კიდევ შემიძლია, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშო. ჩემს ასაკზე ბევრი საუბრობს, მაგრამ თუ მოედანზე […]
ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას – თქვენს გამო ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ იმ პრობლემებს ვერ აცნობიერებთ, რომლებიც გექნებათ – თქვენ მუჭი მოუღერეთ სტრატეგიულ პარტნიორს, თითებს უქნევთ, ღალატში ადანაშაულებთ

ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, ძალიან გამიხარდება, თუ ვეტო-ს არ დაძლევთ და ქართველ ხალხს შესაძლებლობას მისცემთ, არჩევნებზე საქართველოს სახელმწიფოს ბედი გადაწყვიტონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხაბეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველაფერზე მიდიან, რომ კრემლიდან გაცემული ბრძანება შეასრულონ. „თქვენი მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტში უნდა წარმოადგენდეს ქართველ ხალხზე […]
თინა ბოკუჩავა უმრავლესობას – თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის – შანსი აღარ მოგეცემათ, ღალატის დამღით ივლით

თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით, ივანიშვილის დეპუტაციამ, გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა […]
ირაკლი ქადაგიშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით აშშ-სთან თუ ევროკავშირთან ურთიერთობები ვერ დაზიანდება – ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ!

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით აშშ-სთან თუ ევროკავშირთან ურთიერთობები ვერ დაზიანდება – ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ! კანონი ამ ურთიერთობის არც ერთ ასპექტს არ ეხება! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით […]
ჯოზეფ ბორელი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება – თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენს

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, სადაც ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შედეგებს აჯამებს. „ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. […]
დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა. სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და […]
ჯაბა სამუშიამ ქართულ-პორტუგალიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კრებულის – „ქეთევან დედოფალ წამებული და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ დიპლომატიური ურთიერთობები“ წარდგენის ღონისძიება გახსნა. თსუ-ის ინფორმაციით, კრებული ეძღვნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. თსუ-ის რექტორმა ღონისძიების გახსნისას საქართველო-პორტუგალიის ურთიერთობების ისტორიასა და ამ ურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა კრებულის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე. „არ შეიძლება არ […]
წილოსანი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ამისთვის ახეთქეთ ახალგაზრდები პარლამენტის კედლებს?

ნეოსააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანების და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა. ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააეთიანა ნააციონალური მოძრაობის კლასტერი, თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური ნაცებით და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ შეგდა. მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? ამისთვის ახეთქეთ ახალგაზრდები პარლამენტის კედლებს? […]