პარლამენტი დღეს ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე ვეტოს დაძლევასაც გეგმავს

პარლამენტი დღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსაც განიხილავს. ბიუროს 27 მაისის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი მიმდინარე კვირის სხდომების დღის წესრიგშია შეტანილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საკითხი მსხილაძემ, სავარაუდოდ, სწორედ დღეს უნდა წარადგინოს. საკითხი უკვე განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს. ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილის […]
ევროკავშირმა რუსეთში სათვალთვალო აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთში სათვალთვალო აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია საბჭოს კომუნიკეში. ახალი სანქციების რეჟიმი აწესებს სავაჭრო შეზღუდვებს იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შიდა რეპრესიებისთვის, ასევე იკრძალება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების ექსპორტი. ამავდროულად, საბჭომ „დაადგინა ახალი სამართლებრივი ჩარჩო შემაკავებელი ზომები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ […]
ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორი დღის წინ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში შეხვედრის დროს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ მუსტაფას აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დიდი იმპულსი მისცეს, […]
,, როგორ ზუსტად ვიცი და ვხედავ ,რას უმზადებს ბედისწერა ამ რუსეთუმეებს” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ვაშუქებ ქართულ პოლიტიკას. რამდენი აღზევებული და მერე ისტორიულ სანაგვეზე მოსროლილი ,,პოლიტიკოსი,, მინახავს, ხომ წარმოგიდგენიათ…როგორ ზუსტად ვიცი და ვხედავ ,რას უმზადებს ბედისწერა ამ რუსეთუმეებს, დღეს რომ ხელისუფლებაში არიან! ! ! 🤮😡”
,, სამშობლოს მოღალატეებად არიან დასაქმებული” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია: ,,ქვეყანას უღალატეს – რბილად ნათქვამია. უფრო სწორია – სამშობლოს მოღალატეებად არიან დასაქმებული. პროფესია – მოღალატე. დღეს მეხუთედ აჭერენ თითს.”
“მანამდე არაფერი გეტკინოთ” – პაპუაშვილის რეპლიკა განცხადებაზე, რომ მათი “მოშორებით” ხალხი დამოუკიდებლობას განამტკიცებს

“მანამდე თქვენ არაფერი გეტკინოთ” – ასეთი რეპლიკით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის სიტყვით გამოსვლას, რომ “ოცნების” ხელისუფლების მოშორებით, ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე, ამ დამოუკიდებლობას განამტკიცებს: “დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხი, თქვენ რომ დამოუკიდებლობის წლისთავი ახსენეთ ბატონო შალვა, სწორედ დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე თქვენი მოშორებით ხელისუფლების სადავეებიდან, აუცილებლად განამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას.”მიმართა […]
უკრაინამ და ესპანეთმა გააფორმეს მილიარდი ევროს ოდენობის უსაფრთხოების ხელშეკრულება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააფორმეს ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მადრიდის მხრიდან უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდებას მიმდინარე წელს. ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მადრიდში, სადაც ზელენსკი 27 მაისს ჩავიდა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელთან და მეფე ფელიპესთან მოლაპარაკებისთვის. ესპანეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება მეათე დოკუმენტია, რომელიც უკრაინამ დასავლელ მოკავშირეებთან […]
ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას – ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! – დღეს საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი

ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! – იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც “ქართულ ოცნებას” მიმართა. მისივე თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს პოლიტიკური ნეკროლოგი დაუწერა. „თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემს მტერს ისეთი […]
ანა წითლიძე შალვა პაპუაშვილს – რად გიღირთ სკამი, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, „რობოკოპების“ და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ

რად გიღირთ ის სკამი, რომელშიც თქვენ ახლა ზიხართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, “რობოკოპების” და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ, – ამ სიტყვებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა. წითლიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის წევრები ვეტოს დაძლევენ, რის გამოც, მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. „ბატონო შალვა, […]
რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა

გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა, რომელიც დაშლილი არის შინაარსისგან, არგუმენტებისგან და მხოლოდ დეზინფორმაციით და მავნებლური კამპანიებით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, სიცრუე უკვე სამარკო ნიშანი გახდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციისთვის. იონათამიშვილის განმარტებით, ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის […]