უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად შვედეთი 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად შვედეთი 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერის ახალი პაკეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულმა ობიექტებმა, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ტრანსპორტი, წყალმომარაგება და ბიზნესი ფუნქციონირება გააგრძელონ. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან […]

„მთლად ნუ გაგიჟდებით და ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ფინანსურ სანქციებს კავშირი არა აქვს დეპოზიტების გადინებასთან“ – ცომაია თურნავას

„მთლად ნუ გაგიჟდებით და ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ფინანსურ სანქციებს კავშირი არა აქვს დეპოზიტების გადინებასთან“ – ასე მიმართავს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას. მისი თქმით კონგრესი სენატთან ერთად ისეთ კანონს იღებს, რომ ფინანსური სანქციები დაეკისრება ბევრ ადამიანს. ,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს თურმე მოუწოდებს, რომ სპეკულაციებს შეეშვან […]

მხატვარი თამაზ ხარიტონაშვილი კულტურის ფონდმა მილანში სპეციალური საერთაშორისო პრიზით „ლეონარდო და ვინჩი“ დააჯილდოვა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი თამაზ ხარიტონაშვილი კულტურის ფონდმა მილანში სპეციალური საერთაშორისო პრიზით „ლეონარდო და ვინჩი“ დააჯილდოვა და მისი ნამუშევრები სპეციალურ კატალოგში შეიტანა. შეგახსენებთ, რომ თამაზ ხარიტონაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ის ნიუ-იორკის მხატვართა ასოციაციის წევრია (Member of the New York Artists Equity Association) მონაწილეობას აქვს მიღებული არა ერთ საერთაშორისო გამოფენაში, განსაკუთრებული ტექნიკით შექმნილი მისი ქანდაკებები და […]

განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება მოხმარებას უნდა აღემატებოდეს – რა ცვლილებები შედის კანონმდებლობაში

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელა. ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პარლამენტის დადგენილების პროექტი – „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონს ემატება ორი პრიმა მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად […]

ესპანეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა

ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მიერ ეროვნულ სატელევიზიო მიმართვაში გაკეთებული განცხადება, რომ ესპანეთი შეუერთდებოდა „140-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას“. სანჩესმა აღნიშნა: „ეს არის ერთადერთი გზა იმ გადაწყვეტის განსახორციელებლად, რომელსაც […]

წილოსანი: ჩვენი შვილები იამაყებენ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ

ჩვენი შვილები იამაყებენ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით ისტორიის ფურცლებზე, მაგას დაგახანებთ, აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ!

პირველად ისტორიაში – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ სახეობაში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

პირველად ისტორიაში! საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტია! საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ( ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და 30 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გიწვევთ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარდგენის ღონისძიებაზე. პრესკონფერენციას დაესწრებიან ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენები. წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ლევან ხაბეიშვილი ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ განცხადებაზე – ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია – არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა

ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე „ხარებასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ „ამ ყველაფერს უკეთებენ ახალგაზრდებს და […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ოცნებას“ – ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე!

ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე – თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე. “იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, […]

TOP 5 ქართველი ქალი +40, რომელთა სილამაზესაც დრო ვერაფერს აკლებს – Marao

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხედავთ სილამაზის ხატად აღიარებული ქალების: მონიკა ბელუჩის, ანჯელინა ჯოლის, სინდი კროუფორდის, მიშელ პფაიფერისა თუ სხვა ვარსკვლავების ფოტოებს. თითქმის ყველა მათგანი 40 წელს გადაცილებულია, თუმცა ახალგაზრდულ იერს დღემდე ინარჩუნებენ. ვარსკლავები მართლაც ბევრს შრომობენ, ვარჯიშობენ, იკვებებიან სწორად, იტარებენ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურას და შედეგიც არ აყოვნებს, თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრების ეს სტილი ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი არ […]