დასავლურ კომპანიებს არ სურთ რუსეთში ბიზნესის გაყიდვა 90%-იანი ფასდაკლებით – FT

უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის რუსეთისადმი დაკისრებული სანქციების საპასუხოდ რუსეთის დატოვებას გეგმავდნენ, თავიანთი თვალსაზრისის შეცვლა დაიწყეს, რადგან ორცეცხლსშუა აღმოჩნდნენ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. ამჟამად რუსეთიდან გასვლა კომპანიებისთვის წამგებიანი ხდება, – განუცხადა გამოცემას რუსეთში დასავლურ კომპანიებთან მომუშავე ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა. რუსეთიდან გასვლა გულისხმობს საკუთარი ბიზნესის სასწრაფოდ გაყიდვას წამგებიანი ფასებით. მისი თქმით, ფასდაკლება შესაძლოა 90%-მდე […]

კახა კალაძე – ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს […]

პალესტინის სახელმწიფო ესპანეთმა და ირლანდიამაც აღიარეს

ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს. ესპანეთის მთავრობის პრესსპიკერმა, პილარ ალეგრიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, რასაც ერთი მიზანი აქვს: დაეხმაროს ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობის მიღწევაში. ირლანდიის მთავრობამ ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. „მთავრობა პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს და დუბლინსა […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უმრავლესობას – კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ! რაზე უნდა გიპასუხოთ, როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს?

როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს, ამით იწყებთ [კითხვის დასმას], რად გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი კითხვაზე?! – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის“ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ის იმ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, სადაც მას რადიკალური ოპოზიციის წევრობას აბრალებენ, პრეზიდენტს […]

კახა კალაძე არაღიარების პოლიტიკის საფრთხეების შესახებ მიხეილ დაუშვილის განცხადებაზე – შემაშფოთებელი იყო, რაც მოვისმინეთ – ეს არის მუქარა, რომელიც სავარაუდოდ, კონკრეტული აქტორების დავალებით ხორციელდება

წარმოუდგენელი განცხადება იყო, რომელიც მოვისმინეთ. ძალიან შემაშფოთებელი, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის გუშინდელი განცხადება. მისი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, რომელიც სავარაუდოდ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული აქტორების დავალებით ხორციელდება. „რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი პასუხი გაეცა. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა აღნიშნულთან […]

ლევან ბეჟაშვილი – ამბობთ, პრეზიდენტმა სივრცე არ დაგვიტოვაო – სივრცე არც ახლა გაქვთ შეზღუდული! შეგიძლიათ ვეტო არ დაძლიოთ, კანონპროექტი თაროზე შემოდოთ, არჩევნებს დაელოდოთ და კანონპროექტის საბოლოო ბედი ამ რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს

ამბობთ, პრეზიდენტმა სივრცე არ დაგვიტოვაო – ბატონებო! სივრცე არც ახლა გაქვთ შეზღუდული! შეგიძლიათ ვეტო არ დასძლიოთ, კანონპროექტი თაროზე შემოდოთ, საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოთ და კანონპროექტის საბოლოო ბედი ამ რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა. ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით განაცხადა ისიც, რომ მათ ყველა კითხვაზე პასუხი […]

ევროპული გრანტი 2 თვით დაგვიპაუზდა. მოვლენებს აკვირდებიან – მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ბიზნესი თუ ავსებს დეკლარაციებს, პრობლემას ვერ ხედავს გამჭვირვალობის ეს სტანდარტი მედიასა და არასამთავრობო სექტორზეც გავრცელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს უცხო ძალის გამტარად რეგისტრაცია არ უწევს და “რუსული კანონიც” ცალსახად სცდება დეკლარაციების ჩაბარების ჩარჩოს, ჭელიძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის.

„მითხრეს, ტვინს გამასხმევინებდნენ“ — უზენაესის ყოფილი მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ტელეკომპანია „პირველთან“ მოსამართლედ საქმიანობის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ალავიძე რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ტვინს გაასხმევინებდნენ“. „ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს […]

საბა ბუაძე – ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ პარლამენტში მიმდინარეობს ღალატი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, რუსულ კანონთან ერთად ჩაირეცხება

ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ პარლამენტში, 2024 წლის 28 მაისს, მიმდინარეობს ღალატი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ვინც ამ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, ჩაირეცხება რუსულ კანონთან ერთად, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მისივე თქმით, 84 ადამიანის ღალატი ვერ გადაფარავს გაერთიანებულ, მებრძოლ და თავდადებულ საზოგადოებას. […]

ანა ბუჩუკური უმრავლესობას – მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ

მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს. მან ასევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ თავდასხმა და შეურაცხყოფა არ უნდა გაუკვირდეს, ვინაიდან ამ ადამიანებს პერსონალური პასუხისმგებლობების აღება მოუწევთ. […]