„თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ეკონომიკა ყველა გამოხატულებაში მძიმე მდგომარეობაში იქნება“ – გიგა ბედინეიშვილი

„თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ეკონომიკა ყველა გამოხატულებაში მძიმე მდგომარეობაში იქნება“, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში პოლიტიკური პროცესების არასტაბილურობის გამო ეკონომიკაში შიშები და გაურკვევლობაა, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმის მიხედვით, თუ რა შედეგი დაფიქსირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მერყეობა, შფოთვა, ნერვიულობა იქნება ფინანსებში. ჩემი […]

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.79 ლარს ჩამოსცდა

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7875 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7849 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0058 ლარია. აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ აშშ […]

„ჰოდა, უნდა ახლა იმ კაცს ამხელა შარი?“ – რას წერს დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი: „სასაცილოდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე მაგრამ ცოტა კი მეცინება იმაზე, რომ ახლა თუ ვინმეს არ უნდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას, რადგან თუ ვეტო დაიძლია, კანონი აუცილებლად გასაჩივრდება საკონსტიტუციოში და აქ თუ 84 დეპუტატია, იქ სულ ხუთმა მოსამართლემ უნდა გამოიტანოს განაჩენი. ხომ წარმოგიდგენიათ რა საზოგადოებრივი და […]

2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო – სულ მალე საქართველოში

ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში. პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა […]

ოთარ ზურაბიშვილი – 2 დღის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი შეუერთდა. როგორც ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისის გზავნილს, რაც გულისხმობს: არა რუსეთთან თანამშრომლობას. “2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უდიდესი ღონისძიება ჩავატარეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. 26 მაისის ლოზუნგი და გზავნილია დამოუკიდებლობა და არა რუსეთთან თანამშრომლობა. 2 დღის შემდეგ, […]

ილია ვერძაძე – ვეტოს დაძლევის შემდეგ, ყველა დავინახავთ, რომ საგარეო კურსი არ შეიცვლება!

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე, პარლამენტის მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს და მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ვეტოს დაძლევის შემდეგ რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, შემდეგ რას მოიგონებენ? ისევ იმას, რომ ეს კანონი, წლების შემდეგ, გაართულებსო სიტუაციას თუ რას? ბავშვები ჩვეულებრივ რომ ჩაირიცხებიან ევროპულ სასწავლებლებში, მათ დაფინანსებას ბიუჯეტი რომ […]

“იქნებ წლევანდელი ტურისტული სეზონი არ ჩავარდეს“ – ბიზნესის მოლოდინი და ახალი სასტუმროები

სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთელი იმედოვნებს, რომ წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. „იმედი მაქვს, შავი ზღვისპირეთისთვის და ასევე იმ საკურორტო მიმართულებებისთვის რომელიც საქართველოს აქვს, იქნება ეს საირმე თუ ღვინის ტურიზმის რეგიონები, წარმატებული სეზონი იქნება, რადგან შარშანდელი სეზონი არც […]

ირანმა პირველად გადასცა რუსეთს უახლესი მართვადი საჰაერო ბომბები – Bild

უკრაინაზე დარტყმებისთვის ირანმა პირველად გადასცა რუსეთს უახლესი მართვადი საჰაერო ბომბები. ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი, სამხედრო ანალიტიკოს ჯულიან რეპკეზე დაყრდნობით. 25 მაისს კურსკის რეგიონში მძიმე ირანული უპილოტო თვითმფრინავის, Mohajer-6-ის ჩავარდნის ადგილიდან გავრცელებული ვიდეოს გაანალიზების დროს რეპკე მივიდა დასკვნამდე, რომ თვითმფრინავს ბორტზე მიმაგრებული ჰქონდა Qaem-5-ის სისტემის უახლესი ირანული მართვადი ბომბები. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავს […]

ლევან ბოძაშვილი 20-მდე საერთაშორისო გამოცემამ წლის ბლოკჩეინ ინფლუენსერად დაასახელა

კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი 20-მდე საერთაშორისო გამოცემამ, მათ შორის Yahoo Finance-მა, Forbes-მა, წლის ბლოკჩეინ ინფლუენსერად დაასახელა. Forbes-ი წერს, რომ ლევან ბოძაშვილმა კანის 77-ე კინოფესტივალზე The Digital Fashion & Crypto Awards-ზე 2 ჯილდო ციფრული აქტივების ვიზიონერის (Digital Asset Visionary Award) და წლის ბლოკჩეინ ინფლუენსერის (Blockchain Influencer of the Year […]

“რეალურად, მტკიცებულებას, რომელიც ჩემ მიმართ წარადგინეს, მე წარვადგენდი ჩემი თავის დასაცავად, რომ მქონოდა” – ნატალია ყიფშიძე

საქალაქო სასამართლოში გრძელდება იმ პირთა პროცესები, რომელთაც საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევას ედავებიან. დღეს 10-ზე მეტი პირის სასამართლო გაიმართება. საუბარია ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ წესის დარღვევას გულისხმობს. 5 პირს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბრალი მსახიობ, ნატალია ყიფშიძესაც დაედო, რომელმაც კომენტარი მედიასთან გააკეთა. “იყო ორი ვიდეო. ერთში ვჩანდი მე და ათიათასობით ადამიანი. […]