თინა ბოკუჩავა მსხილაძეს – ბატონო გიორგი, მართალია უნიჭო პიონერი, ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, კამალა ჰარისი პრეზიდენტს მადლობას უხდის, რომ ვეტო გამოიყენა და ქვეყნის დემოკრატიას ერთგულად იცავს

ბატონო გიორგი, მართალია უნიჭო პიონერი და ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, მაგრამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მან ვეტო გამოიყენა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ერთგულად იცავს , – ასე მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბოკუჩავას შეფასებით, პრეზიდენტი მის მიერ გამოყენებული ვეტოთი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მენესო და ჭართალი; 13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ფრეზეთი, ახალდაბა, მილისწყარო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება […]
ჭადრაკში რელიგიური ორგანიზაციების ტურნირი გაიხსნა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, უკვე მესამედ, გაიმართა საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა […]
თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმეზე აფხაზ მილიციელებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე აფხაზ მილიციელებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ოკუპირებული გალის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას სისხლის სამართლის საქმის განხილვა. გამოძიება მათ დაკავებული პირის, თემურ კარბაიას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა. საქმის […]
ალავიძე: დამემუქრნენ, თუ ივანიშვილის სასურველ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, მომკლავდნენ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, რომელიც ამჟამად საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ, თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მოკლავდნენ. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა. “უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი, რომ თუ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებული არის, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა ქართულ ოცნებას, ბიძინა […]
“ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს” – საია მოუწოდებს საგამოძებოს, გამოკითხონ ხარება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზვიად ხარაზიშვილის მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამას ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს. ორგანიზაციის განცხადებით, საგანგაშოა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას. საიაში აღნიშნავენ, რომ ხარებას ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს […]
გამჭვირვალობაზე კანონთან დაკავშირებით ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაგვიკითხეთ, მერე, პასუხის გაცემის დროს, ისევ იგივე გააკეთეთ – ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც აინტერესებს, თუ რა არის ამ კანონში ცუდი

გამჭვირვალობაზე კანონთან დაკავშირებით ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაგვიკითხეთ, მერე, პასუხის გაცემის დროს, ისევ იგივე გააკეთეთ – ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც აინტერესებს, თუ რა არის ამ კანონში ცუდი „ბატონო გიორგი, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ არა მარტო პარლამენტში მყოფ დეპუტატებს, არამედ, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ინტერესით გისმენთ. ერთი მარტივი შეკითხვა გვაქვს – „რატომ“? და პასუხი არის ნული.“- […]
ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის – ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია
ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის – ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია „მინდა შევაფასო თქვენი მდაბიო საქციელი, როდესაც ჩვენი შვილები ახსენეთ – ეს არის თქვენი უსუსური მცდელობა, როგორმე მორალური ზიანი მაინც მოგვაყენოთ, რაც არ გამოგდით“. – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების […]
“რაღაც ძაან ისეთი რაღაც აიტაცეთ… სია არ არსებობს” – სირაძე ხარებას განცხადებაზე

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ფორმულასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ხარებას მიერ ნახსენები სიები “არ არსებობს”. დღეს გდდ-ს დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თქვა: “მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. აი, სია გვაქვს”. ვაჟა სირაძე ხარებას ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტს პაუხსობს, რომ ეს “სიტყვების თამაშია”. “პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში ყოველთვის… ეს ეხლა რაღაც ძაან ისეთი რაღაც აიტაცეთ… […]
ჟოზეპ ბორელი საქართველოზე: გადაწყვეტილებას მივიღებთ ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე

„კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუკი ეს კანონი ძალაში შევა, ეს ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის პასუხზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ საგარეო საქმეთა ივნისის საბჭოზე“ – ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში სამშაბათს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს. 28 მაისს ჟოზეპ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ის […]