სამხრეთ აფრიკა რაფაზე ისრაელის თავდასხმას გმობს

სამშაბათს სამხრეთ აფრიკამ დაგმო ისრაელის თავდასხმა რაფაში არსებულ კარვების ბანაკზე. ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად არსებულმა პირობებმა დაასაბუთა გენოციდის თაობაზე სამხრეთ აფრიკის საქმე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ მსოფლიო სასამართლოში შეიტანა. გასულ კვირაში საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს სამხრეთ აფრიკის თხოვნას, ისრაელისთვის რაფაში შეტევის შეჩერების ორდერის გაცემის შესახებ. სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობების და თანამშრომლობის დეპარტამენტმა სამშაბათს […]
საია ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვას ითხოვს, თამარ კორძაია – მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სთხოვს, დაინტერესდეს იმ კომენტარით, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა გააკეთა მედიასთან და გამოძიება დაიწყოს. ზვიად ხარაზიშვილმა დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვის და პარლამენტის შენობასთან ამ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის პარალელურად, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქვს სია იმ “არაკაცების”, ვისაც სცემს. “საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, […]
გიორგი ვაშაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერ დეპუტატს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, მმართველი პარტიის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა. „ყოჩაღ, მადლობა, ბრავო, ეს ხართ. არა უშავს, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. ეს არის ღალატის ის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. რადგან მერწმუნეთ, ეს წყალი მე არაფერს მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს. ერთიან და ძლიერ […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, საიდანაც მოქალაქეები სესიას პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს. საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრის გარდა, აქცია ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთანაც მიმდინარეობს. პარლამენტის ყველა შესასვლელში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის […]
თინა ბოკუჩავა უმრავლესობას – არჩევანი შავი და თეთრია, ევროპა თუ რუსეთი, თავისუფლება თუ მონობა, ღირსება თუ ღალატი, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ბოლო შანსი – ჩვენ დავტოვებთ დარბაზს და მოქალაქეებს შევუერთდებით

ჩვენ ახლა დავტოვებთ პლენარულ სხდომათა დარბაზს და საქართველოს მოქალაქეებს შევუერთდებით, რომებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს იცავენ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრებსაც მიმარტა და მოუწოდა „ბოლო შანსი გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის ერთგულება აირჩიონ“. „დღეს არჩევანი ნამდვილად შავი […]
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე […]
გიორგი მარგველაშვილი – ვეტოს დაძლევა იმპულსი იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის – რაც უფრო ძლიერად ვიდგებით აქ, მით უფრო ძლიერი იქნება სანქციები იქ!

მოლოდინი მაქვს ნეგატიური, პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა. პოზიტივია ის, რომ ეს არავისთვის იქნება შოკი, იმპულსი იქნება ქვეყნის გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ის საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო ძლიერად ვიდგებით, მით უფრო ძლიერი იქნება “ქართული ოცნების” წევრებზე სანქციები. “მოლოდინი მაქვს ნეგატიური, ვეტო დაიძლევა. პოზიტივია […]
ანა წითლიძე უმრავლესობას – საკუთარი შვილებისთვის რუსეთი და რუსული კანონი არ გინდათ, სხვისი შვილები ფეხებზე გკიდიათ, ამის გამო თქვენს შვილებსაც მოეკითხებათ – გასწირეთ იმისთვის, რომ მოღალატეების შვილების სტატუსით იარონ

საკუთარი შვილებისთვის რუსეთი და რუსული კანონი არ გინდათ, სხვისი შვილები ფეხებზე გკიდიათ, ამის გამო, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს შვილებსაც მოეკითხებათ, – ამ სიტყვებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მიმართა. მისივე განცხადებით, მთავრობის წევრებმა საკუთარი შვილები თავად გასწირეს იმისთვის, რომ მოღალატის შვილების სტატუსით იარონ. „შვილების ხსენებაზე აქ ძალიან გაბრაზდით […]
პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები რაოდენობა გაზარდეს

პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების რაოდენობა გაზარდეს. სამართალდამცავები დააყენეს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ასევე, პარლამენტის უკანა და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან შესასვლელებთან. მოქალაქეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს დილიდან აპროტესტებენ, ამ წუთებში დგანან, როგორც პარლამენტის უკან, ასევე წინაც. ისმის შეძახილები “მონებო”, “რუსებო”. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც.
ეკა ხერხეულიძე – ადამიანებისგან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში რუსთაველზე ცხენებით დარბიხართ, წყლის შესხმა არ მიკვირს

ადამიანებისგან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში რუსთაველზე ცხენებით დარბიხართ, წყლის შესხმა მე არ მიკვირს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის მიერ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძეზე პარლამენტის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა. ხერხეულიძის თქმით, რაც უფრო ველურად მოიქცევიან, მით უფრო გადაინაცვლებენ საარჩევნო სიის […]