ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია – 84 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში. ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი, რომელსაც თავად “გამჭვირვალობის” მოტივით ხსნიან, განხილვაში 3 აპრილს დააბრუნა. ამავე […]

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე ვეტო დაძლია

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. “კოლეგებო, მადლობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ბატონმა ანრიმ წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ მათი მანდატით. […]

პარლამენტის მთელ პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, პოლიცია განლაგდა – სავარაუდოდ, ისინი „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენობიდან გამოსაყვანად ემზადებიან. პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ვეტოს დაძლევაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ 1 საათში გაიმართება. ამ დროისთვის ე.წ. რუსული კანონისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს როგორც პარლამენტის წინა, ისე უკანა ტერიტორიაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, საიდანაც მოქალაქეები სესიას პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს. საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრის გარდა, აქცია ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთანაც მიმდინარეობს. პარლამენტის ყველა შესასვლელში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის […]

ირანი ნავთობის წარმოების გაზრდას გეგმავს

ირანის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ნავთობის წარმოების გაზრდას გეგმავს. როგორც ცნობილია, სამთავრობო განკარგულება ნედლი ნავთობის დღიური წარმოების 3.6 მილიონი ბარელიდან 4 მილიონ ბარელამდე გაზრდას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას english.news-ი ავრცელებს. ირანი OPEC-ის წევრი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სანავთობო რეზერვებს ფლობს. ენერგომოპოვების დაჩქარებით ირანს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა სურს, მის მიერ წარმოებული ნავთობი კი, ძირითადად, აზიის ბაზარზე იყიდება, […]

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა – შეზღუდვების დაწესება თუ მოხდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე “პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს სავაურდოდ, ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ან მის შემდეგ მოხდება. „როცა იქნება ახალი კომისია, ახალი კომისიის სისწრაფიდან გამომდინარე, საქართველოში […]

გიორგი ვაშაძე უმრავლესობას – ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა – იმ მოღალატეთა სიაში იქნებით, რომელთაც ისტორიის სახელმძღვანელოებით გვასწავლიან

ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! აი, ეგ ხართ. აი, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. აი,ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, როდესაც მას სიტყვით გამოსვლისას ” ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა. გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს არის […]

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ განათლებას ართმევს. აქციის მონაწილეები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არის რუსული და მხარი არ დაუჭირონ. “პროტესტი არ წყდება, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ფორმატით. […]

იგორ ნარმანია – რაც არ უნდა გააძლიეროს რეპრესიები ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს

რა თქმა უნდა, ეს იყო სასამართლოს მხრიდან ჩემი მორიგი აბსურდული დაკითხვა, რაც არის დაშინების მცდელობა, მაგრამ რაც არ უნდა გააძლიეროს ახლა რეპრესიები ბიძინა ივანიშვილმა, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ მისი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მას თავად აქვს გამოძიებასთან კითხვები აქტივისტების მიმართ […]

Air Georgia ისრაელის და თურქეთის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს – გიორგი კოდუა

Air Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა “საქმის კურსის” ეთერში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საუბარია ორი თვითმფრინავის შემოყვანაზე, რომელსაც კომპანია ევროპელი პარტნიორების საშუალებით გეგმავს. მისი თქმით, იგეგმება ფრენების განხორციელება ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით, უფრო მეტი დეტალი კი ორი კვირაში გახდება ცნობილი. მისი განმარტებით, მიმდინარეობდა მუშაობა ამერიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებაზე, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. “Airbus 330 […]