შსს აქციის მონაწილეებს: დეპუტატებს მიეცით საშუალება, შეუფერხებლად დატოვონ შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ. შსს გავრცელებულ განცხადებაში ასევე იმუქრება, რომ “პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”. “რუსთაველის გამზირზე, […]

პაპუაშვილი საპასუხო წერილს უგზავნის 7 ქვეყნის სპიკერს, ვინც კანონის გაწვევისკენ მოუწოდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპასუხო წერილს უგზავნის ევროპის 7 ქვეყნის სპიკერს, რომლებმაც მას წერილით მიმართეს და რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს. პაპუაშვილი წერილში კვლავ “მსოფლიო მასშტაბით ფარულ, საგარეო ჩარევასა და ამაზე რეაგირების აუცილებლობაზე” საუბრობს და მაგალითად ისევ სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა მოჰყავს. ის ამბობს, რომ “საბაზისო პრინციპია” ფინანსური აქტორების გამჭვირვალობა და ირწმუნება, რომ “ეს პრობლემა საქართველოში […]

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. კანონპროექტის თავდაპირველი სახით მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და […]

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დარბაზს ტოვებს

“ნაციონალური მოძრაობა” „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე პარლამენტის პლენარულ დარბაზს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ: „დღეს შავი და თეთრია არჩევანი, ევროპა თუ რუსეთი, თავისუფლება თუ მონობა, სინათლე თუ სიბნელე, ღირსება თუ ღალატი, და მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ ბოლო შანსი იმისთვის, რომ აირჩიოთ ქვეყნის ერთგულება, აირჩიოთ სინათლე, აირჩიოთ […]

20 წ. | ვიწყებთ ავსტრალიით – მსოფლიო რაგბიმ კალენდარი გამოაქვეყნა

მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკაში გასამართი 2024 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა. 20-წლამდელთა მე-14 ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ქეიფთაუნში გაიმართება და საქართველო, რომელმაც შარშან იმავე სამხრეთ აფრიკაში სარეკორდო მე-8 ადგილი დაიკავა, “ბ” ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. “ა” ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო “გ” ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, არგენტინა […]

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე დადებული ვეტო დაძლია. 84 დეპუტატის მიერ მიცემული ხმების შემდეგ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს მიხედვით, მხოლოდ ერთ დღეს უნდა ყოფილიყო ძალაში და შემდეგ საბოლოოდ უნდა გაუქმებულიყო. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0 მომხრე, 66-წინააღმდეგი, ჩავარდა და “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ვეტო დაძლიეს. ახლა […]

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პარლამენტში მყოფ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, შეუფერხებლად დატოვონ შენობა – შსს

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პარლამენტში მყოფ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, შეუფერხებლად დატოვონ შენობა – შსს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პარლამენტში მყოფ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ […]

პარლამენტმა ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 4 იყო. დეპუტატებმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. შემდეგ ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლა მოისმინეს, რომელსაც პარლამენტარებმა კითხვები დაუსვეს. კითხვებზე პასუხის შემდეგ, სხდომაზე კენჭისყრა შედგა, რის შედეგადაც პარლამენტმა […]

პარლამენტმა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია 84 მომხრე და 4 წინააღმდეგი – პარლამენტის უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხებოდა.

ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა პალესტინა სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარეს

სამშაბათს ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ, ისრაელის წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინა სახელმწიფოდ ოფიციალურად ცნეს. ირლანდიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათ დილით, 28 მაისს, კაბინეტის სხდომაზე მიიღო. „მთავრობა აღიარებს პალესტინას, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს და თანახმაა დუბლინსა და რამალას შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდეს“,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. „რამალაში ირლანდიის სრულ საელჩოსთან ერთად, პალესტინის სახელმწიფოში ირლანდიის […]