გიგი უგულავა – რუსეთი წააგებს, შესაბამისად, ივანიშვილი წააგებს და მერე არანაირი “ხარება” მას აღარ გაყვება იმიტომ, რომ თუნდაც ბრუტალური სისტემა წაგებულის დავალებას აღარ ასრულებს

“ხარება” არის ამათი სახე, კაცი ნერვულ-დეპრესიულ “ზაპოიშია”. ამბობს, რომ ბავშვებს კი არ ვცემ, ცუდ ხალხს ვცემო. იმიტომ ამბობს, რომ როცა სახლში მიდის, შვილი ეუბნება, მამა ბავშვებს რატომ სცემო და ამის გამო აქვს “ზაპოი”. არაადამიანია! – ამის შესახებ იპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “ინტერპრესნიუსს” გდდ-ს ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პარლამენტთან მყოფმა უგულავამ აღნიშნა, “ბიძინა ივანიშვილი […]
ოპოზიციამ წამზომი ჩაურთო “ქართულ ოცნებას” და პრეზიდენტს მათთან ერთად დადგომა სთხოვა

151 დღე არჩევნებამდე და ოპოზიციის გამარჯვება – ამ იმედებით ჩაურთო წამზომი ოპოზიციამ ხელისუფლებას. როგორც თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ოპოზიცია გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მოვა, მანამდე კი ისინი იბრძოლებენ ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. თამარ კორძაიას თქმითვე, ისინი უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის “ქართულ ქარტიას”. მანვე მოუწოდა პრეზიდენტს, რომ ჩადგეს მათ რიგებში.
“ივანიშვილმა პარტნიორების ნდობა დაანგრია მოქალაქეებისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად” – საქართველოსთვის

რუსული კანონი მიღებულია! დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. რუსული კანონი და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა გამოიწვევს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ევროკავშირთან. საქართველო […]
,,ღმერთო თუ ბედო თუ განგებავ თუ რაც არსებობ, მადლობა…” – ზურაბ ჯაფარიძე –

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას ასე ეხმაურება: ,,ღმერთო თუ ბედო თუ განგებავ თუ რაც არსებობ მადლობა რომ ამ ‘პარლამენტში’ 1 დღე არ გამიტარებია 1 თეთრი არ ამიღია იქ ‘მუშაობისთვის’ რომელიმე რუსი ‘სპიკერის’ ბრძანებით არცერთ ‘მივლინებაში’ არ ვყოფილვარ ამ ნაბიჭ*რებთან ერთად არცერთი ჩემი გაღიმებული ფოტო არ დარჩება ისტორიას ამ უსინდისო მოღალატეებთან ერთად […]
,,ყველაფერი კარგადაა და უკეთესად იქნება“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი ვეტოს დაძლევის შემდეგ წერს: ,,ყველაფერი კარგადაა და უკეთესად იქნება. მართლა 🙂“
შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა – არცერთი სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა, სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და კანონის მიღების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონი ეხება იმას, რომ „არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს“. „ბატონმა ანრიმ [ოხანაშვილი] წაიკითხა […]
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. კერძოდ, ისმოდა შეძახილები: “მონებო”, “მოღალატეებო”, “სირცხვილია”. აქციის მონაწილეები ასავე სკანდირებდნენ: “საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს”. ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განიხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, დილით, 10:00 საათიდან იკრიბებოდნენ. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი […]
შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, შეუფერხებლად დატოვონ შენობა – დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარული სხდომა სრულდება, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში […]
ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაცაიში კობახიძე განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს.
მამუკა ხაზარაძე – ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! – ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა

ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ „ისტორიული ღალატის აქტი“ გააფორმა. „ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა. ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! ქართველი ხალხი ღალატს არ […]