„ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი… ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე“ – ფოტიგა

„ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი… ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა X-ზე წერს და “ოცნების” ხელისუფლების მიერ ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება. „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკისთვის ფასს გადაიხდის. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, […]
ელისო კილაძეს ჩიტმა უმტყუნა
ელისო კილაძეს ინფორმატორმა ჩიტმა უმტყუნა, ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე საათით ადრე ის სიამაყით წერდა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებიდან რამდენიმე ხმას არ მისცემდა ვეტოს დაძლევას, თუმცა, უმრავლესობამ ვეტო სრული შემადგენლობით დაძლია, შესაბამისად, კილაძე მისმა ჩიტმა მოატყუა.
პაპუაშვილი ევროპელ კოლეგებს: კანონი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში

“საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა”, – მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებს. “თქვენი ქმედებები წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომელთა ხელმძღვანელობითაც მონდომებული იყავით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი არ შეეფერება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. კანონი, თავისი სახით, […]
ოპოზიცია: ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში

პროდასავლური საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, პარლამენტთან მივიდეს და ერთიანობის სათავეში ჩადგეს. განცხადება თამარ კორძაიამ წაიკითხა. “საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”, – თქვა კორძაიამ. მისი თქმით, არჩევნებამდე 151 დღე დარჩა, ყველა დღე კი რუსეთის დავალებების შემსრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება. “არჩევნებამდე დარჩა 151 დღე […]
საქართველოსთვის: ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მიღებით ევროპული საგარეო კურსის ცვლილება გააფორმა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღიად გასცდა კონსტიტუციურ ფარგლებს, რადგან მიღებული რუსული კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. “რუსული კანონი მიღებულია! დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი აზრის და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება […]
20:00 საათზე ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძე განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს.
„გახარია საქართველოსთვის“ – ხელისუფლებამ გააფორმა ევროპული საგარეო კურსის ცვლილება და დააანონსა რეპრესიები – „რუსული კანონის“ მიღების მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ახლა იწყება

ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანა პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, არამედ ქვეყანა დატოვა ნამდვილი მეგობრების გარეშე , – ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიწვევს სტრატეგიული […]
თინა ბოკუჩავა – „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა ბოლო შანსი – რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთი აირჩიეს და ამით ხელი მოაწერეს ქვეყნის ღალატს – ოპოზიციამ ჩვენი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ

როგორც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალების მაქსიმალური კონსოლიდაცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ „ქართული ოცნების” მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთსა და ევროპას შორის, რუსეთი აირჩია. „დღეს ივანიშვილის დეპუტაციას ჰქონდა ბოლო შესაძლებლობა, რომ ხელი არ […]
პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელი პროტესტის მონაწილეებისგან გაათავისუფლა – “ქართული ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ

პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან მდგომი მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დილიდან აპროტესტებენ სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ ჩიტაძის ქუჩის გავლით პარლამენტის წინ გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა მოქალაქეების პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიის დატოვების მითითება, მას შემდეგ მისცეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო დაძლია. აღნიშნულს მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვაგვარი შეძახილები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“. ამ დროისთვის, ჩიტაძის […]
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევას აპროტესტებენ და კვლავ ისმის შეძახილები: “მონებო”, “სირცხვილია”. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, […]