ირაკლი კობახიძე – საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად

საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მოვლენების განვითარების, პრემიერმა უპასუხა რომ ელოდება პრაგმატულ მიდგომას. „პირველ რიგში, მე ველოდები ყველას მხრიდან პრაგმატულ მიდგომას. პრაგმატულობა არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ […]

კობახიძე რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მადლობას უხდის

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს. კობახიძის აზრით, კანონის მხარდაჭერით დეპუტატებმა “საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უერთგულეს”. “მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე […]

კორძაია პრეზიდენტს მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას და “ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეუერთდეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას. ეს განცხადება კორძაიამ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების მიმართვისას გააკეთა. “საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს. მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას, ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ, […]

EU რეაგირების ყველა ვარიანტს განიხილავს – ბორელი და ევროკომისია ვეტოს დაძლევაზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამაზე რეაგირებისთვის. ბორელის თქმით, ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რაც ამ კანონის გაუქმების […]

სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის, კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – ლანდსბერგისი

ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. ლანდსბერგისი პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება. „ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს სარგებელს არავის არ მოუტანს, თითქმის არავის“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ჯოზეფ ბორელი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე – ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი განცხადებაში წერს. “ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტები, რომლებმაც ამ კანონის გაწვევის ნათელ რეკომენდაციამდე […]

ჩიტაძის ქუჩიდან სამართალდამცველები გაიყვანეს – ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ

სამართალდამცველები, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იყვნენ განლაგებულნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს. პოლიციელთა გაყვანას აქციაზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა, მოქალაქეები მათი მისამართით სკანდირებდნენ: “მონებო”, “სირცხვილი”, “რუსებო”. რაც შეეხება უშუალოდ აქციის მონაწილეებს, მათმა ნაწილმა კვლავ ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.

მამუკა მდინარაძე – ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის – მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს

ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით. ის მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს ერთიანობისა და გონიერებისთვის. მდინარაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ ღირსეული მეგობრობისთვის არის მზად. “ალბათ წლების წინ […]

ანა ნაცვლიშვილი – ვისაც ჰგონია, რომ სამსახურიდან სახლში სულ სპეცრაზმით ივლის, ძალიან ცდება, ასე მოუწევთ გაძურწვა, როგორც დღეს გაიძურწნენ მოღალატეები! – ბრძოლა იწყება ახლა!

ვისაც ჰგონია, რომ სამსახურიდან სახლში სულ სპეცრაზმით ივლის, ძალიან ცდება, ასე მოუწევთ გაძურწვა, როგორც დღეს გაიძურწნენ მოღალატეები! – ბრძოლა იწყება ახლა! – ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ არავინ აპირებს ქვეყანა რუსეთს და რუსეთის მსახურ ხელისუფლებას დაუთმოს. “ეს ქვეყანა თქვენია და არა ივანიშვილის მონების, რომელთაც […]

ბორელი და ევროკომისია: განვიხილავთ ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყველა ვარიანტს განიხილავენ რუსული კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის. “ევროკავშირი ღრმა მწუხარებს გამოთქვამს, რომ საქართველომ გადაწყვიტა გადაელახა პრეზიდენტის ვეტო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რაც […]