ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და ღირსებით, დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და თავისუფლებით გახდება ევროკავშირის წევრი

ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას- დეპოლარიზაციას. […]

სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს მიმართავს

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმართვა 21:00 საათზე იგეგმება. პრეზიდენტის მიმართვა ადგილზე დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით გადაიცემა.

„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის… არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა“ – როთი

„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის… არ დანებდეთ. არჩევნები მალე მოვა,“ – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა X-ზე დაწერა. „სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო “უცხოელი აგენტების კანონზე.” მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის. არ დაგავიწყდეთ: “როდესაც ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ […]

ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის, სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია – ირაკლი კობახიძე

არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. „ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას […]

“ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის”- ევროსაბჭო ვეტოს დაძლევაზე

“ევროპის კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური, სამართლებრივი არგუმენტები, რომლითაც გაიცა მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ”,- ასეთ განცხადებას ავრცელებს ევროსბაჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ევროკავშირში წუხან, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ არ გაითვალისწინა ევროპელი კოლეგების მოწოდებები, რომ ხელისუფლება მხოლოდ ამ […]

„კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“ – ირაკლი კობახიძე

„კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“ – ირაკლი კობახიძე პრემიერის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ე.წ. რუსული კანონის მიღება ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ბლოკში საქართველოს გაწევრიანებას. „ხაზი უნდა გაესვას, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ […]

„უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ… განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის“ – ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება

„უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ… განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის“ – ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება „უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ… განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის”, – ამის შესახებ ევროკომისიაში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. განცხადება “ოცნების” ხელისუფლების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეხება. „ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს […]

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის სანქციების თემა არასერიოზულია და „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ტიპის ზომების მიღება თავად გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისთვის იქნება კონტრპროდუქტიული. „სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი […]

ირაკლი კობახიძე – ქვეყანას ჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა – მიღებული კანონი ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება

საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული. „საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ […]

ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. „ჩემთვის გასაგებია […]