ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვეტოს დაძლევაზე: ღრმად ვარ შეშფოთებული

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბუჩიჩი საქართველოს პარლამენტის მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაზე განცხადებას ავრცელებს: “ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო და “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საბოლოოდ დამტკიცოს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა და მისი შეუთავსებლობისა ევროპულ სტანდარტებთან. ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა […]
„სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის“ – ევროპელი დიპლომატები ვეტოს დაძლევაზე

საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რამდენიმე ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. მათი ნაწილი გასული კვირების განმავლობაში თბილისშიც იმყოფებოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი უკან გაეწვია. „ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა […]
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდეს

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, აქციას შეუერთდეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს ხმას თავისუფალი სამყაროს ფარგლებში და ჩვენი საქმით შევიტანთ წვლილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვართ თავისუფალი ერის სახელმწიფო და ოქტომბერში რეფერენდუმზე დავამტკიცებთ ამას. საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს […]
მაიკლ როთი ქართველ ხალხს – არ დანებდეთ, არჩევნები მალეა

“სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის, – ამის შესახებ წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, იგი დგას ყველა ქართველის გვერდით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ. “სამწუხარო დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა “უცხოური აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ყველა ქართველის გვერდით ვდგავარ, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და ღირსებისთვის. […]
მარგუს ცაჰკნა – შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს

შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს”, – წერს ცაჰკნა. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ […]
ანა ფოტიგა – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის – ევროპამ ჩვენი MEGOBARI აქტი უნდა მივიღოთ

“ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, ევროპამ ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი უნდა მიიღოს. “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის. ქართველი ხალხი არ უნდა დავსაჯოთ, რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, მამაცად იცავენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების თავიანთ სურვილს. […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც მიმდინარეობს

ზუგდიდში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები „ქართული ოცნების“ ოფისთან არიან შეკრებილი და აღნიშნულ კანონს აპროტესტებენ. იქამდე, აქციის მონაწილეები საყვირებითა და საპროტესტო ტრანსპარანტებით მერიის შესასვლელ კარებთან იდგნენ, ამ ფორმით ხვდებოდნენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან გამოვიდნენ. მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათ […]
ბათუმში, ევროპის მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მსვლელობით შეუერთდნენ. შეკრებილების განცხადებით, “დღეს ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა”. მათივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, ქართველი ხალხი წინაპრების დაწყებულ ბრძოლას გააგრძელებს. “ხვალიდან ახალ რეალობაში გავიღვიძებთ, კანონის საფუძველზე ბოლშევიკური რეჟიმი დამკვიდრდება. კანონის მიღება საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამარცხვინო ფურცელი იყო, […]
ბადრი ჯაფარიძე – დღეს „ოცნებამ” კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მმართველობის დასრულებისკენ

დღეს „ოცნებამ” კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი როგორც პოლიტიკური ძალის ქართველ ბოლშევიკებთან ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერ […]
ლანდსბერგისი: „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის“

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს დაძლევას და კანონის საბოლოოდ მიღებას: „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არავის მოუტანს სარგებელს. თითქმის არავის“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ […]