შალვა პაპუაშვილი – ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა და ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს

ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა მოიხადოს ბოდიში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მოიაზრებდა და ამოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ ადამიანებს, ვისაც ქართველ ხალხზე დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდათ, ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ისინი ჩართული იყვნენ რუსული სტილით ქართველი ხალხის […]

ეს ტერმინი მალე უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან – ლევან რაზმაძე “მორგებულ” ტენდერებზე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ ტერმინი მორგებული ტენდერები ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ, რადგან არაერთი საშუალება აზღვევს, რომ ტენდერი მორგებული არ იყოს. მორგებული ტენდერებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ლევან რაზმაძემ განმარტა, რომ კომპანიებს მსგავს შემთხვევაში გასაჩივრება შეუძლიათ. „2011 წელს გამარტივებული შესყიდვების წილი გახლდათ 51%, დღეს ჩამოვიდა 10%-ზე. თითქმის ევროკავშირის სტანდარტებთან არის გათანაბრებული. ეს ძალიან დიდი […]

პარლამენტი ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

პარლამენტი 29 მაისს პლენარულ სხდომაზე ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს და მის დაძლევას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა სამი საათიდან შედგება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 20 მაისს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და ვეტოს დაძლევას მხარი უკვე დაუჭირეს. პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა. პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ […]

„პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო მიზნად ისახავს შექმნას უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავალი საკუთარი მოქალაქეებისთვის“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, 77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო. ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროგრამამ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს […]

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის ბიურომ ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების – “საქართველოსთვის“ და “თავისუფლების“, ასევე უფრაქციო დეპუტატების: არმაზ ახვლედიანის, თამარ ჩარკვიანის, თამარ კორძაიას მიმართვები ცნობად მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტების განხილვას გამოუცხადეს ბოიკოტი […]

ირაკლი ზარქუა – კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება

კანონი მივიღეთ, სააკაშვილიც ციხეშია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასაც დავაინიცირებთ და ყველაფერი კარგად იქნება – ხოლო თქვენ, ვინც უსამშობლოები ხართ, ისევ იმ დაკვეთის და დაფინანსების მოლოდინში იქნებით, როგორ არიოთ ეს ქვეყანა და მოახდინოთ უკრაინიზაცია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. ზარქუას თქმით, ის, ვინც გულწრფელად გულანთებულია, დღესაც […]

რომან გოცირიძე – ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი – ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი

მოვისმინეთ პრემიერის არაადეკვატური განცხადება, თურმე ვიღაცას ლარის ჩამოშლა უნდა. ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი. ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. […]

შალვა პაპუაშვილი – დღეს განვიხილავთ ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა შემადგენელი ნაწილით, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას

„ნაციონალური მოძრაობა“, თავისი არსობით, ყველა შემადგენელი ნაწილით ბოიკოტს უცხადებს ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას, შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში, ესეც კარგი მაჩვენებელია, სად არიან და რა მხარეს არიან. „რამდენიმე ფრაქცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ ბოიკოტშია. ჩვენ, სხვათა შორის, დღეს […]

შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს. ეს […]

ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს – გამოცემა “ტელეგრაფი”

უკრაინა წელს ვერ მიუახლოვდება ნატოს წევრობას რუსეთთან ომში ალიანსის შესაძლო ჩათრევით გამოწვეული საფრთხის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს. გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ნატოს მომავალი სამიტისთვს მზადების პროცესში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ წინააღმდეგობა გაუწიეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების მკაფიო თარიღის განსაზღვრას. ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის […]