“სანქციები აბსოლუტურად გასცდება დემოკრატიული ურთიერთობის ნებისმიერ საღ აზრს” – პაპუაშვილი

როგორ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის იზოლაცია მოახდინონ იმის გამო, რომ იღებს დემოკრატიულ კანონებს, რომლის მიზანიც უცხო გავლენებისგან დაცვაა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გამო, ელოდება თუ არა ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციას. შალვა პაპუაშვილის თქმით, „დემოკრატიული კანონები უნდა აღსრულდეს“. ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ სანქციები დაწესდება, ეს დემოკრატიულ ურთიერთობებს გასცდება. […]

შალვა პაპუაშვილი – დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს, დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას – ამან აჩვენა, რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე ქართულ რეალობაში

კანონმა თავის დანიშნულება ბევრი მიმართულებით შეასრულა, მათ შორის კიდევ ერთხელ გამჭვირვალობის მიმართულებით, გამჭვირვალე გახადა საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი არის ერთი სიმბიოზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ენჯეოები“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იყვნენ ავტორები პროცესების რადიკალიზაციის. „ხალხმა დაინახა ერთად თავმოყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის შემადგენლობაში არიან […]

ITB China ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ITB China 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანია დაესწრო. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის […]

შალვა პაპუაშვილი – კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით – ნებისმიერი უცხოელი, რომელიც მას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, ეს არის რუსული სტილი

ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით. ნებისმიერი უცხოელი, რომელიც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, როგორც ასეთს და ეს არის რუსული სტილი საკითხების მიმართ მიდგომისა, ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუჯერონ არც ერთ უცხოელს, რომელიც იმ […]

პარლამენტი ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

პარლამენტი 29 მაისს პლენარულ სხდომაზე ე.წ. “ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს და მის დაძლევას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა სამი საათიდან შედგება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 20 მაისს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და ვეტოს დაძლევას მხარი უკვე დაუჭირეს. პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა. პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ […]

„საქართველოში სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა“ – ვახტანგ ცინცაძე

„საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 11,8 პროცენტს შეადგენს. 1 წლის განმავლობაში სიღარიბე 3,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეს თავი დაახლოებით 140 000-მა ადამიანმა დააღწია. ამ მონაცემს სამწლიან ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ სიღარიბეს თავი 350 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. […]

თვითდასაქმებულების სესხი – ყველასთვის შექმნილი პროდუქტი!

რა არის სესხი თვითდასაქმებულებისთვის? – თვითდასაქმებულების სესხი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც, როგორც წესი, სესხის აღება, ტრადიციულ ბანკებში, ბარიერებთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზი ძირითად შემთხვევაში არის ის, რომ თვითდასაქმებულებს შესაძლოა თანხა საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებათ, არ აქვთ იდეალური საკრედიტო ისტორია და მათთვის პრობლემას წარმოადგენს შემოსავლების დადასტურება. თუ შენც თვითდასაქმებული ხარ და ეს გამოწვევები შენთვის ნაცნობია, ევროკრედიტი […]

პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად თავისი ყოფილი პირადი მცველი ალექსეი დიუმინი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად ტულის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ალექსეი დიუმინი დანიშნა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე, 14 მაისს, დიუმინი ტულის რეგიონის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს და პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნეს. მაშინ კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დიუმინი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სპორტის საკითხებს გააკონტროლებდა. ახალი დანიშვნა კი დიუმინის გავლენას ზრდის […]

ავსტრიის საგარეო: კანონის მიღება არასწორი მიმართულებით გადადგმული საგანგაშო ნაბიჯია

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი, რომელიც მიმართულია არასწორი მიმართულებით.

“მოღალატეს წარმატება მიულოცა” – უკრაინაში ვორონინის ქმედებამ კრიტიკა გამოიწვია, ორდეცი სამშობლოში ომის დროს მოსკოვში მხიარულობდა [PHOTOS]

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი ვორონინის ქმედებამ მის სამშობლოში დიდი კრიტიკა გამოიწვია. მან თავის მეგობარ ივან ორედცს, რომელიც ამჟამად გერმანული “ბოხუმის” ღირსებას იცავს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მიულოცა. “შენ ეს შეძელი”, – დაწერა ვორონინმა სოციალურ ქსელში და ორდეცის სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. Sport.ua ამ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ლივერპულის”, “ლევერკუზენისა” და სხვა გუნდების ყოფილმა შემტევმა ეს […]