დავიდე ანჩელოტი პირველად მთავარი მწვრთნელის რანგში? – “რეალის” დამრიგებლის ძმას ლიგა 1-ში იწვევენ

RMC Sport-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის ბინადარ “რეიმსის” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი კარლო ანჩელოტის ძმა დავიდეა, რომელიც ამჟამად “რეალში” სწორედ თავისი ძმის ასისტენტია. ფრანგული გუნდი გეგმავს, რომ დავიდეს ოფიციალური შეთავაზება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაუკეთოს. ანჩელოტის გარდა, “რეიმსს” კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს “ლე ავრის” მენეჯერი ლუკა ელსნერია. თუ იტალიელ სპეციალისტსა და ლიგა 1-ის ბინადარ […]

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან. განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ სწორედ ახლა აქვს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა – “დადგეს ერად სხვა ერთა შორის”, გახდეს ევროპის ერთა ერთობის, ევროკავშირის წევრი, რომლის კარიც, სწორედ […]

კიევმა უკვე გამოიყენა დასავლური იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის – მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს დასავლეთის ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის. სააგენტო France Presse ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლური იარაღით კრასნოდარის მახლობლად არსებულ ობიექტებს დაესხნენ თავს. სააგენტოს წყაროებში არ არის მითითებული, თუ რომელ ობიექტებზე და რა იარაღით განხორციელდა დარტყმა. მანამდე გერმანული გაზეთის […]

ბოსნიის სერბთა რესპუბლიკამ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკამ 28 მაისს, ღამით უკან გაიწვია „უცხოელი აგენტების“ საკამათო კანონპროექტი, რომელიც მიზნად საერთაშორისო დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრის შექმნას. მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საბოლოოდ მიიღო. ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის RTRS-ის ცნობით, კანონპროექტი თავდაპირველად ბოსნიელი სერბების ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ […]

რომან გოცირიძე – რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს კობახიძე ხელს პრეზიდენტს

მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნაწილი კი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია, რადგან რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით […]

საჯარო მოხელეებს და დიპლომატებს ჰგონიათ, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა რთულ მომენტს გადაატარებთ – კახა გოგოლაშვილი ვეტოს დაძლევას ეხმაურება

საჯარო მოხელეებს და დიპლომატებს ჰგონიათ, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა რთულ მომენტს გადაატარებთ, მაგრამ როცა თავს ამოყოფენ სილიდან, ირგვლივ სულ სხვა რეალობა დახვდებათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილი წერს. მისი შეფასებით, ამ პირობებში საერთაშორისო დახმარება შემცირდება და გაიწვევენ სხვადასხვა სახის ხელშემწყობი მოპყრობის მონიჭებულ უპირატესობებსაც მოქალაქეთა, ვაჭრობის, კაპიტალის თუ […]

ისანში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში განხორციელდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს შენობის ნაწილი, მიმდინარე წელს კი დარჩენილი ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განახორციელა. „აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში 33 მესაკუთრე ცხოვრობდა. […]

Telegraph: ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს

უკრაინა წელს ვერ მიუახლოვდება ნატოს წევრობას რუსეთთან ომში ალიანსის შესაძლო ჩათრევით გამოწვეული საფრთხის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს. გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ნატოს მომავალი სამიტისთვს მზადების პროცესში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ წინააღმდეგობა გაუწიეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების მკაფიო თარიღის განსაზღვრას. ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის […]

ისრაელის ელჩი – ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა აუცილებელია „ჰამასმა“ ყველა მძევალი გაათავისუფლოს. დიპლომატი ამასთან არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტის არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. რას პასუხობს ისრაელი მოკავშირეების კრიტიკას ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ, ასევე, როგორ აფასებს ისრაელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლას, რას ეტყოდა […]

ირაკლი ზარქუა – როცა თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს – სანქციებით შანტაჟი არ გამოვა, შანტაჟი კი არა იმპერიები გვეომებოდნენ

როდესაც შენ თავს დაიფასებ, ღირსებას და ქართველი ხალხის ნებას დაიცავ და შენს სუვერენიტეტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ, მერე ყველა მოვა და პატივს გცემს – ჩვენო სტრატეგიულო პარტნიორებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის უძველესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, ღირსეული ერი დიდი წარსულით და ისტორიით, სანქციებით შანტაჟი არ გამოვა იმიტომ, რომ ასე არ მოსულა ეს ქვეყანა, – ამის […]