ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. „ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ […]

ვაიმე ქალბატონო თეონა, წესით უნდა გასკდეთ ბოღმისგან – შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას (ვიდეო)

“ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ? წესით უნდა გასკდეთ ბოღმით”- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის დასრულების შემდეგ. “ქალბატონ სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმეად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ”– მიმართა შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას.

ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 21-23 წლამდე და დიდებში ქართველმა სუმოისტებმა 8 მედალი მოიპოვეს

საბერძნეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 21-23 წლამდე და დიდებში პირველ საჭიდაო დღეს U21 წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა ლუკა ავაზაშვილმა +100 კგ. ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით აბალაკმა, რომელიც სულ რაღაც 16 წლისაა და მასზე ბევრად უფროსებთან მოუწია ასპარეზობა მეორე საჭიდაო დღეს 23 -წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ პროექტ LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის პროექტის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24, Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ფინეთში, ტურკუს და ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, LISS24-ი Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პირველი ნაკადის მომზადება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა, პროექტის – „ისწავლე და დასაქმდი“, ელექტრიკოსის პროგრამის პროფესიულ კურსზე, პირველი ნაკადის მომზადების სასწავლო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, პროექტი „ისწავლე და დასაქმდი” თბილისის მერიის მიერაა დაფინანსებული და მისი მიზანია მსმემელს, ელექტროობის მიმართულებით, შეასწავლოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მისცეს სპეციალური ცოდნა შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი […]

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღების ვადა 31 მაისს იწურება

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, რომელსაც ლიტერატურათმცოდნე, ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია ლიტერატურის დარგში გაიცემა: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. ადმინისტრაციის […]

რა პირობებით ისარგებლებ საქართველოს ბანკისა და SMEDA-ს საერთო შეთავაზებით — Kokito’s toys-ს გამოცდილება

საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტითა და შეთავაზებებით მცირე თუ დიდი ბიზნესების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. ახლახან ბიზნეს ასოციაცია SMEDA-თან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ბიზნეს მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება გამოჩნდა. SMEDA მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესების ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შექმნილი ბიზნეს […]

(ვიდეო) – ,,ფორთოხალი კი არა, მომავალი წაართვით ჩვენს შვილებს” – რა დამართეს ,,ბოდიშის მოსახდელად” მისულ დეპუტატს მოქალაქეებმა

პარლამენტის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც ხმა რუსულ კანონს მისცა და მოგვიანებით, პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოღალატესა და მონებს ეძახდნენ კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებს, ფორთოხლები ესროლა, იმ მაღაზიაში, რომლის ფორთოხლებიც დაუშინა მომიტინგეებს, მივიდა, თანხის გადასახდელად და ბოდიშის მოსახდელად. როგორც კომენტარებში ბევრი წერს, სჯობდა, მაღაზიის კარისთვის მაინც შეეხედა, სადაც პუტინია მოხსენიებული. დეპუტატს, მაღაზიის გამყიდველმა და მოქალაქეებმა […]

თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად შეკითხვებს არ უპასუხებთ, იქნებ გვითხრათ საერთომ რატომ მობრძანდით პარლამენტში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს განხილვაზე, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს მიმართა. დეპუტატის თქმით, მას აქვს იმედი და მოლოდინი, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა. დაჩი ბერაიას თქმით, პასუხგაუცემელი კითხვების შემთხვევაში, გაუგებარია მსხილაძის პარლამენტში მისვლის მიზეზი. ბერაიამ რომან გოცირიძესაც მიმართა. „პირველ რიგში, მინდა რომან გოცირიძეს მივმართო. ბატონო რომან, როდესაც საზოგადოება მეტსახელად “კუპონას” […]

ქართულმა Cargon-მა აზერბაიჯანში წარმომადგენლობა გახსნა

ქართული ლოგისტიკურ-ტექნოლოგიური სტარტაპი, Cargon-ი გაფართოებას აგრძელებს და საქართველოსა და სომხეთის შემდეგ, წარმომადგენლობას მეზობელ აზერბაიჯანში ხსნის. როგორც Cargon-ის თანადამფუძნებელმა, ვანო ჩალაძემ BMG-სთან განაცხადა, აზერბაიჯანში გაფართოებით კომპანიას რეგიონში მიმდინარე ლოგისტიკური პროცესების ერთ პლატფორმაზე გაერთიანება სურს. “აზერბაიჯანში მაისში ჩავეშვით და მას შემდეგ, აქტიურად ვვითარდებით, რადგან ეს ბაზარი, იქ არსებული ბიზნესები და მიმდინარე პროექტები ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. გვსურს, რეგიონში […]