საერთაშორისო სავაჭრო პალატა – „ოფშორის შესახებ კანონის“ მიღება სახიფათო ცვლილებაა, რაც ზრდის რისკს, რომ ქვეყანა გახდეს ფულის გათეთრებისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარი – შესაძლოა იყოს სანქციები

„ოფშორის შესახებ კანონის“ მიღება წარმოადგენს სახიფათო ცვლილებას საქართველოს საკანონმდებლო ლანდშაფტში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკს, რომ ქვეყანა გახდეს ფულის გათეთრების, განსაკუთრებით სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარი – აშშ-ს ხაზინის პოტენციური პასუხი შეიძლება იყოს მკაცრი, მათ შორის სანქციები და ჯარიმები ქართული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც აღიქმებიან უკანონო ფინანსური ნაკადების ხელშემწყობებად,- ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაშია აღნიშნული. […]
საქართველოს ამპუტანტი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის გათამაშება – EURO 2024-ში იასპარეზებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ამპუტანტ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის გათამაშება – EURO 2024-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 1-9 ივნისს, საფრანგეთში, ქ. ევიენში ჩატარდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები „B“ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც, ქართველ ფეხბურთელებს, ინგლისის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ ორთაბრძოლა. „დღეს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის […]
ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზე ვართ, ერთადერთი NGO-ების სფერო არ იყო გამჭვირვალე და საჭიროებდა მოწესრიგებას – კობახიძე

მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სფერო საჭიროებდა გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. „ზოგადად, რაც შეეხება […]
“განვიხილავთ კონტრზომებს” – საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტოს ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარეს. “საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს”, […]
“მონაზე” მეტი სტიგმა რა გინდა? საერთოდ იცი მონა რა არის? – ვიქტორ ჯაფარიძე

“გუშინ ვიღაც დათიკაშვილი ამერიკული ნომრიდან მწერდა. ამ კანონში სტიგმატირება არისო – გაიძახიან ევროპელები. “მონაზე” მეტი სტიგმა რა გინდა? საერთოდ იცი მონა რა არის? ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია?…მაგალითად, ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გვისტვენდა და იგინებოდა”
NGO-ები ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ კანონის მოქმედების შესაფერხებლად. ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ. „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ […]
ასე მწარედ გადაუხადა ნეიმარმა სამაგიერო თანაგუნდელს – ბრაზილიელი ვარსკვლავის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

“ალ ჰილალის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა მისი თანაგუნდელისა და თანამეამულის რენან ლოდის ხუმრობა უყურადღებოდ არ დატოვა. ლოდიმ პსჟ-ის ყოფილ შემტევს ფესაცმელებზე თასმები შეუკრა. ამის გაგების შემდეგ კი ნეიმარი 26 წლის მცველი ავტომობილთან მივიდა და ბასრი იარაღით საბურავები დაუხეთქა.
გრიგოლ გეგელია – პეტერ ფიშერი არასდროს ყოფილა ჩართული „ლელოს“ რაიმე პოლიტიკურ კამპანიაში – ელჩზე თავდასხმა არის გერმანიის რესპუბლიკაზე თავდასხმა

პეტერ ფიშერი არის ძალიან მაღალი კლასის დიპლომატი, რაც იდეაში, კობახიძისნაირმა გაურკვეველმა პიროვნებამაც უნდა იცოდეს – მასზე თავდასხმა არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე თავდასხმა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს არც ერთი ანტიქართული განცხადება არ […]
ირაკლი ზარქუა – მივმართავ ევროკავშირის ელჩებს: თქვენთვის მისაღებია, როცა განსხვავებული პოზიციის გამო ადამიანს და მის ოჯახს აბულინგებენ? ხმას რატომ არ იღებთ? – მარტო ერთი სიტყვა ვიცი, მაგრამ მივმართავ გერმანიის ელჩს: Verstehen?

ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს. ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, […]
სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის ეტიბარ ემინოვს და შეიხ თაიგ ნაბიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოს და სახალხო დამცველის საქმიანობას ქვეყანაში ტოლერანტული კულტურის დასამკვიდრებლად. „ამასთან, განიხილეს მუსლიმური რელიგიური ნაგებობების საკითხი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გაძლიერების […]