თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს გამართავს

2024 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე. წარმოდგენილი იქნება მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები. 13:00 საათიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის […]
ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლექვინაძის თქმით, ჯამში, სააგენტოს მიერ 2023 წელს 40 ათასამდე საქართველოში რეგისტრირებული კონცენტრაცია გადამოწმდა. „2023 წელი ჩვენი უწყებისთვის, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. გაძლიერდა აღსრულების პოლიტიკა, […]
სემეკმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას მოიცავს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წელი კომისიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი თქმით, აღსანიშნავია წამყვანი საერთაშორისო […]
“მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე” – კახა კალაძე
“მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე” – კახა კალაძე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასაც ემუქრებიან. მისივე თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია. “არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები […]
“როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი” – კახა კალაძე

“როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი” – კახა კალაძე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ “ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით გამოუხმაურა და აღნიშნულს ფაშიზმი უწოდა. დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების ჩართვას და განაცხადა, რომ ეს მოუღებელია. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი, რომელიც შენიღბულია […]
ომში მყოფი უკრაინა ლგბტ მარშისთვის ემზადება

ომში მყოფი უკრაინა ლგბტ მარშისთვის ემზადება 1-ელ ივნისს მსოფლიო მასშტაბით „ღირსების მარში“ იწყება. პირველად უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლგბტქ+ თემის წევრების უფლებებისა და მათი ხილვადობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ NV Life იუწყება. KyivPride 2024-ის ორგანიზატორების თქმით, „უკრაინაში პრაიდი არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისთვის, ბრძოლისთვის და დიდი ომის პირობებში, ეს არის შესაძლებლობა დამატებითი […]
მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას

მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მიმართ უცხოელი პარტნიორების კრიტიკით გაოცებულია და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას […]
სალომე სამადაშვილი – გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში აშშ-სა და ევროკავშირისგან – რაც შეეხება ანაკლიის პორტს, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში

გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელიც არის იზოლაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან – რაც შეეხება ანაკლიის პორტს, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად გეგმავენ ეკონომიკურ ექსპანსიას ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკას, მეორე მხრივ კი ანაკლიის პორტის საკითხს. როგორც სამადაშვილმა განაცხადა, […]
ფინანსთა მინისტრი – „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დაიკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა. მისი თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ნაოზა, მუხრანი, […]