შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო, ხვალ ლევან დავითაშვილის პარლამენტში ინტერპელაციით წესით მოსმენა აღარ შედგება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო, ხვალ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის პარლამენტში ინტერპელაციით წესით მოსმენა აღარ შედგება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც ბახმაროს საკითხს შეეხებოდა. ინტერპელაციის მომართვა დეპუტატების შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადდა, მაგრამ ვინაიდან […]
ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ჩინურ ტვირთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – კობახიძე

უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება […]
არის, თუ არა, მუქარის ზარებთან საქართველოს მთავრობა კავშირში? – აზრებაიჯანული კომპანიის პასუხი და გაყალბებული ინფორმაცია – ჟურნალისტური გამოძიება

ვინ იდგა იმ მუქარისშემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების უკან, რომელთა საშუალებითაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების ოპონენტების დაშინებასა და ზეწოლას ცდილობდნენ? ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე “აი, ფაქტმა” და “OCCRP”-მა ჩაატარეს. გამოძიებაში ნათქვამია, რომ OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” ჟურნალისტებმა შეაგროვს ამ “აქციაში” ჩართული ნომრები და მათთან დარეკვა დაიწყეს – […]
გასულ წელს სამუშაოს შესრულებისას 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა

2023 წელს სამუშაოს შესრულების დროს 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 21 ადამიანი დაიღუპა მშენებლობისას, 8 ადამიანი დაიღუპა დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 2 – მრეწველობაში, ერთი ადამიანი – საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, ერთი – განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის […]
ჰააგის მუნიციპალიტეტმა უარი თქვა, ერთ-ერთი ქუჩისათვის ალექსეი ნავალნის სახელი ეწოდებინა

ჰააგაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი უთხრა აქტივისტებს, რომლებსაც სურდათ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატივსაცემად, ერთ-ერთი ქუჩისათვის მისი სახელი ეწოდებინათ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, ნიდერლანდში ნავალნის გუნდის წარმომადგენელ სერგეი გორბუნოვზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, აქტივისტებს სურდათ, რომ სახელი გადარქმეოდა ანდრიეს ბიკერვეგის ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს და მისთვის ეწოდებინათ ალექსეი ნავალნის სახელი. მათ ინტერნეტპლატფორმაზე შესაბამისი პეტიციის […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ოპოზიციას შეეძლო პრემიერ-მინისტრისთვის ინტერპელაციით მიემართა, […]
სისტემატური ღალატი და მეძავების მომსახურება – ანამ მეუღლე ღალატში ამხილა

“შახტარისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის, ალექსანდრ ზუბკოვის მეუღლემ, ანა ზუბკოვამ, თავისი ქმარი ღალატში ამხილა და ამის დამადასტურებელი “სქრინები” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან საჯაროდ გაავრცელა თავისი მეუღლის მიმოწერის სურათები სხვა ქალებთან; ასევე, ბრაუზერის ისტორია მის ტელეფონზე, სადაც ზუბკოვი, სავარაუდოდ, დაინტერესებული იყო კიევში მეძავების მომსახურებით. ის ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა მისი ღალატი მას მერე დაიწყო, რაც ის და […]
უდაბნოს მტვრის მასების გავრცელების გამო თბილისში დაბინძურებული ჰაერია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტომატური სადგურების მონაცემებით, თბილისში, რუსთავსა და თელავში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის ძირითად მიზეზსაც სააგენტოში ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ 28 მაისიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით […]
სერგეი ლავროვი: კიევს მართავს „ომის პარტია“

„კიევს მართავს „ომის პარტია“ და ის ცდილობს, მინიმუმ სიტყვიერად, დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში მშვიდობაზე დიალოგი ძნელად წარმოსადგენია“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ლავროვის თანახმად, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში დაწესებულია იურიდიული აკრძალვა რუსეთთან მოლაპარაკებებში. „რაც შეეხება ვლადიმერ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოიწურა, რუსეთის პრეზიდენტმა […]
ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტთან აქციით დახვდნენ

ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, რათა მიექციათ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ყურადღება. სარჯველაძე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს წარადგენს. ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ მათი ამ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რადგან ხელმისაწვდომი არ აფინანსებს მთელ რიგი წამლებსა თუ პროცედურები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის აუცილებელი. […]