მიხეილ სააკაშვილი – მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ – თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ გამოგყვებით!

მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი მიმართავს ახალგაზრდებს, რომ მათ თანამებრძოლად მიიღონ. „მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ! ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – კონსტიტუციას […]
პაატა მანჯგალაძე – ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ბულინგის პრობლემას

ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ამ პრობლემას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებს”. “გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის […]
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია – იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით ურეკავენ და აშანტაჟებენ. აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. “შენს შვილთან […]
ვახტანგ ცინცაძე – აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8% შეადგინა

ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება. აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის ჭრილში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 %-ს შეადგენს, – ამის შესახებ „საქსტატის“ აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კომენტირებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობები იზრდება. „ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და […]
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ამასთან, აღნიშნულია, რომ ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული […]
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფრანკფურტის ტექნოლოგიური პარკის დირექტორს სებასტიან შეფერს და ფრანკფურტის ენერგო ქარხნის მენეჯმენტს შეხვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე, სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 31 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N63-ის მიმდებარედ, სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელსა და განშტოებებზე, რომელიც ვარკეთილის, ვაზისუბნისა და ლილოს დასახლებებს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარალელურად ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება ისანი-სამგორის რაიონში, კერძოდ დავითაიას ქუჩაზე. „კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 31 […]
თეონა აქუბარდია – გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები – მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა

გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები – მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]
Reuters – პეკინი შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

ჩინეთი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „პეკინმა უარყო მიწვევა, რადგან მონაწილეობის პირობები, მათ შორის ის, რომ მონაწილეობა როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს მიეღო, არ დაკმაყოფილდა“, – განუცხადეს სააგენტოს წყაროებმა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარია 15-16 ივნისის უმასპინძლებს სამიტს, რომლის მიზანი უკრაინაში სამშვიდობო პროცესისთვის გზის გახსნაა. შვეიცარიული მხარე […]
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” წარმომადგენელი. ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში […]