ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში ჩატარდება, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, […]
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გუიჯოუს პროვინციის მთავრობის წარმომადგენლები. დელეგაცია საქართველოში და კონკრეტულად იმერეთში არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოვიდა და ადგილზე ეცნობა რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, განმარტავენ, რომ მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, […]
უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტსა და ტერმინალზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარეზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიში განხორციელდა უკრაინული წარმოების რაკეტებით „ნეპტუნი” და უპილოტო საფრენი აპარატებით. კიევის დროით 11:00 საათისთვის გენშტაბმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დღეს, 31 მაისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში რამდენიმე რაკეტით დაარტყეს პორტ „კავკაზის“ ნავთობის ტერმინალს და საბორნე გადასასვლელს და უპილოტო საფრენი […]
საქართველო-ნატოს ურთიერთობების გადახედვა მთელი ალიანსის გადასაწყვეტია – ბაიბა ბრაჟე

„მე უკვე აღარ ვარ ნატოს ოფიციალური პირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს კოლექტიური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, 2020-2023 წლებში, იგი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იყო საჯარო პოლიტიკის დარგში. პრაღაში მიმდინარე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს, ბაიბა ბრაჟემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების […]
“მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება” – “ლოკომოტივის” მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა

უგუნდოდ დარჩენილმა გიორგი ჯიქიამ საკუთარი თავი “ლოკომოტივს” შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა ივან კარპოვმა გაავრცელა. წყაროს ცნობით, ჯიქია ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.5 მილიონ ევროს ითხოვს, რამაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ გალაქტიონოვმა გააკეთა. “გიორგი მაღალკვალიფიციური და მაღალი დონის ფეხბურთელია. ბოლო პერიოდში მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება, თითქოს საკუთარ თავს სხვადასხვა […]
ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინემსახურება გარე ძალას, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, და ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება, არ […]
„საქსტატი“ – აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0% განისაზღვრა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, […]
ტემპერატურა +53 გრადუსია – ინდოეთში მაღალი სიცხის გამო 15 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მაღალი სიცხის გამო 15 ადამიანი დაიღუპა. ტემპერატურამ დედაქალაქში 53 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მთავრობის გადაწყვეტილებით, 11-იდან 3 საათამდე მუშაობას შეწყვეტენ ის პირები, რომლებიც გარე პერიმეტრზე არიან დასაქმებულები. პარალელურად, დელიში წყლის მწვავე დეფიციტია. მეტეოროლოგები, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლებას ელოდებიან.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით 2024 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის განცხადებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებლი 2024 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით 9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის განცხადებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: · დამამუშავებელი […]
საერთაშორისო კომპანიები თავს იკავებენ გარიგებებისგან. დონორების პასუხები დაპაუზებულია – ნათია სხვიტარიძე

კომპანია FAS Group-ის მმართველი პარტნიორი, ნათია სხვიტარიძე ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღების და შედეგად არსებული ვითარების ფონზე, საერთაშორისო კომპანიები თავს იკავებენ ახალი გარიგებებისგან, ხოლო არსებული გარიგებები შეჩერების რისკის წინაშეა.