უზენაესის მოსამართლის ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე იუსტიციის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის ადგილზე, რომელიც ვაკანტური 2025 წლის ივნისში გახდება, რადგან სწორედ ამ დროს იწურება მისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. სასამართლოს გუშაგი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, უპრეცედენტოდ და არაბუნებრივად ადრე დაიწყო მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი […]

მაჭარაშვილი: ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონს ისევ აპროტესტებს

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ოცნებიდან ფორმალურად წასული გურამ მაჭარაშვილი მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს”. გურამ მაჭარაშვილი ვრცელ პოსტში ოცნების რიტორიკას იმეორებს და ცდილობს, რუსული კანონის მიღება გაამართლოს. გარდა ამისა, მაჭარაშვილი საერთაშორისო საზოგადოების, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების კრიტიკას კანონთან დაკავშირებით “ზღვარგადასულ წინააღმდეგობას” უწოდებს. […]

საჭიროა კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება, დამნაშავეების გამოაშკარავება და დასჯაც, ერმაც და ბერმაც უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის დაქცევის მომხრე, უცხო ქვეყნის აგენტი და ყველაფერზე წამსვლელი ჯაშუში

საჭიროა კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება, დამნაშავეების გამოაშკარავება და დასჯაც, ერმაც და ბერმაც უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის დაქცევის მომხრე, უცხო ქვეყნის აგენტი და ყველაფერზე წამსვლელი ჯაშუში „შეგიძლია ესროლო მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელს, დაამტვრიო პარლამენტის კარები, დააბრალო ქვეყანას რომ რაღაც შავი ხვრელების საშუალებით რუსეთს ეხმარება უკრაინასთან ომში, ებრძვი ყველაფერს ქართულს, ითხოვ ქვეყნის ჩართვას რუსეთ-უკრაინის ომში, ამას […]

დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი, სადაც უნდა გასამართლდეს ყველა ის ძალა, რომელიც ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოს

დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი, სადაც უნდა გასამართლდეს ყველა ის ძალა, რომელიც ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოს “უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წყლის […]

არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება, კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა ბოგინი

არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება, კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა ბოგინი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება და “ნაცმოძრაობის”, როგორც მოღალატე და ექსტრემისტული პარტიის აკრძალვა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც დეპუტატი […]

გასამართლდეს არა მარტო დაფინანსებული აგენტურული ქსელი, არამედ ის ადამიანებიც ვინც დღესაც აწარმოებენ ფსიქოლოგიურ ძალადობასა, ბულინგს ხელისუფლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ

გასამართლდეს არა მარტო დაფინანსებული აგენტურული ქსელი, არამედ ის ადამიანებიც ვინც დღესაც აწარმოებენ ფსიქოლოგიურ ძალადობასა, ბულინგს ხელისუფლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ ჯერ არმიღებული კანონი ამხელა ლუსტრაციას თუ გამოიწვევდა ნამდვილად არ მეგონა, წარმომიდგენია კანონის მიღების შემდეგ რა მოხდება. ლუსტრაცია მოხდა არ მხოლოდ აქაური აგენტურის, არამედ მათი უცხოელი დამფინანსებლებისა და დონორების, ვინც დღესაც გაუგონარ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე […]

ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს — მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი “ქართული ოცნების” სატელიტი „ხალხის ძალიდან“ გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ“. განცხადება მაჭარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ […]

ილონ მასკი სასამართლოს მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობაზე: ამერიკის სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა

მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდ ზიანს აყენებს. „ნამდვილად, ამერიკის სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა. თუ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ასეთ ტრივიალურ საქმეზე – რომელიც მოტივირებულია პოლიტიკით, და არა სამართლით – მაშინ ყველა დგას […]

აშშ-ის და ჩინეთის თავდაცვის მინისტრები 2022 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

აშშ-ის და ჩინეთის თავდაცვის მინისტრები 2022 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ლოიდ ოსტინისა და დუნ ძიუნის შეხვედრა სინგაპურში, თავდაცვის ყოველწლიურ კონფერენციაზე შედგა. რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე, ჯერჯერობით უცნობია.

მაიკ ჯონსონი – სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში, ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს აბსურდულ განაჩენს და გაიმარჯვებს

დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაჩენის შეფასებისას აღნიშნავს. მისი შეფასებით, განაჩენი იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. „დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დემოკრატები არ გაჩერდებიან, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაანადგურონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები. პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს […]