რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ უცნობი პირები მუქარისა და გინების მიზნით. შესაბამის უწყებებს ამ დრომდე გამოვლენილი არ ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც ჩართულები იყვნენ ამ კამპანიაში. პასუხისგებაში არ მიუციათ არც ის პირები, რომლებიც მოქალაქეებს სახლებთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ღამით, 12-ის ნახევარზე მუქარის შემცველი ზარი მიიღო. ის […]

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლების გაღიზიანება ფარული სატელეფონო ზარების საკითხის წამოწევამ გამოიწვია. ოპოზიციის წევრები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების დაშინებასა და შანტაჟში ქართული ოცნების გუნდს ადანაშაულებენ. ბრალდებებს ოცნება ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს. “ქართულ ოცნებას ეს არაფერში არ სჭირდება, […]

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნის თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნის თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმიანება. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ის მომზადებულია კანონის არაოფიციალური ინგლისური თარგმანის საფუძველზე, რომელიც მიწოდებული იქნა USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ. მისი თქმით, თარგმანი მოამზადა […]

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ბანსკა-ბისტრისაც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მირიამ ლაპუნიკოვამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მეთაური მკურნალობას სახლში გააგრძელებს. „პრემიერის ჯანმრთელობაში პოზიტიური პროგრესი შეინიშნება. მადლობა მას, რომ არის დისციპლინირებული პაციენტი“, – განაცხადა მირიამ ლაპუნიკოვამ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ […]

პაატა მანჯგალაძე – ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ბულინგის პრობლემას

ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ამ პრობლემას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებს”. “გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე – ზოგჯერ ისინი იცინიან ამ სიტუაციაზე – გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ!

აშშ-ის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დასავლური წარმოების იარაღის რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა მისცენ, უკრაინას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაძლიოს მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით. „შეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, […]

ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. “ჩემს 8 წლის შვილს ურეკავენ და აგინებენ, ყველა ეს პირი აუცილებლად დაისჯება”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია “ახალის” წევრმა ნოდარ დუმბაძემ. მისი თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარ კომფორტზეა ორიენტირებული და ყველაფრის კადრებაზეა გადასული. “გუშინ ოპოზიციური პარტიების ოფისებზე წარწერები გაჩნდა გვიან ღამით. დაძაბულობა […]

პაატა დავითაია – „ევროპელი დემოკრატები“ მზად ვართ დავუთმოთ საარჩევნო პლატფორმა ყველა ევროპულ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია – საარჩევნო ნომრით 6, დავაფუძნეთ „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“

„ევროპულ – დემოკრატიული ერთობა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC -ის და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელ დემოკრატების“ და „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობის აუცილებლობა. […]

დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება

დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივით და ჩოხატაურის მერიის მხარდაჭერით, დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „ Play With Us / გვეთამაშე“ გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება. ახალი ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით; აქ შესაძლებელია სხვადასხვა […]

კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მოლოდინში რა უკიდურესი აგრესიისა და პოლარიზაციის გრადუსამდე იყო აწეული ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება

კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მოლოდინში რა უკიდურესი აგრესიისა და პოლარიზაციის გრადუსამდე იყო აწეული ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე […]