“როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა… აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე…” – სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

“როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა… აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე…” – სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე Youtub-ზე “ამბასადორი სპორტის” თოქშოუს სტუმარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მას კითხვა ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძის და ჯაბა კანკავას შესახებ დაუსვეს. როგორც იცით, პირველი ორი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, […]
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ფოტო – მთავარი არხი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. შელაპარაკება მოჰყვა უცნობი პირების მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ მუქარისა და შეურაცხმყოფელ ზარებს. ოპოზიცია საუბრობდა იმ მუქარასა და შეურაცხყოფაზე, რაც “ოცნების” დავალებით მათი და მათი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება. აღნიშნულს ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, თუმცა სიტუაცია საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. […]
უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში – პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრები

ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს უკრაინის უფლება, დასავლური შეიარაღებით მიიტანოს იერიშები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე. “უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და, თუ ამის საჭიროება იქნება… აქვს უფლება, განახორციელეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება ამას. უკრაინას უნდა მივცეთ თავის დაცვის თავისუფლება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ეუთო/ოდირის დასკვნამ აჩვენა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა – ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ გზა გააგრძელოს

ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა. ამიტომ, ცხადზე უცხადესია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რათა საქართველომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ გზა გააგრძელოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი აქცენტი „ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაზე უნდა გაკეთდეს“. „ეუთო/ოდირის დასკვნამ […]
ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება

2 ივნისს, 12:00 საათზე, ბოლნისში, კერძოდ ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება და ღონისძიებას სლოგანი – „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებს“ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ იმართება. „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან […]
გიორგი ბარამიძე – თუ საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შერჩენია გონიერება, კანონი უნდა გააუქმოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „რუსულ კანონთან დაკავშირებით“ ეუთო/ოდირის დასკვნა მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში მიუღებელია. ბარამიძის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შერჩენია გონიერება, ეს კანონი უნდა გააუქმოს. „ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპაში მუშაობს უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, ასევე საქართველოში არის დემოკრატიული პრინციპების […]
ონკოლოგიური პაციენტები პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიციას ამზადებენ, რომლითაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და რიგი კვლევების დაფინანსებას მოითხოვენ

ონკოლოგიური პაციენტები უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრს პეტიციით მიმართავენ, რომლის მიზანია მათთვის გათვალისწინებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა და რიგი კვლევების დაფინანსება. როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გეგმავენ, რომ დაფინანსების მიზნით პრემიერ – მინისტრთან განაცხადი შეიტანონ, სადაც ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა იქნება დართული. გვანცა აფხაიძე განმარტავს, რომ მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, […]
„თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში. განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ […]
წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ბიბლუსი“ 50%-მდე ფასდაკლებას და VISA-სთან პარტნიორობით 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ბიბლუსის“ კუთხეში სიურპრიზები გელოდებათ – 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ისარგებლეთ 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით, „თიბისის“ მოსწავლის ან სტუდენტური VISA ბარათით ანგარიშსწორებისას კი მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 40%. „ბიბლუსი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 და მე-11 პავილიონებში იქნება წარმოდგენილი და მკითხველს ტრადიციულად, როგორც კლასიკურ მხატვრულ, ისე თანამედროვე, პროფესიულ, სამეცნიერო, საბავშვო და სხვა ჟანრების ლიტერატურას შესთავაზებს. […]
ქვეყანაში მოქმედებს ქსელი, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს, ეს ქსელია კოლექტიურ ნაც-მოძრაობა, რომელიც დაპირისპირებითა და რადიკალიზაციით სარგებლობს- ამიტომაც უნდა მოხდეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება

ქვეყანაში მოქმედებს ქსელი, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს, ეს ქსელია კოლექტიურ ნაც-მოძრაობა, რომელიც დაპირისპირებითა და რადიკალიზაციით სარგებლობს- ამიტომაც უნდა მოხდეს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მას შემდეგ, რაც რევოლუცია ვერ მოაწყვეს და ხელოვნური პროტესტის მუხტმაც კლება დაიწყო, ახალი კამპანია დაიწყეს – სახლებთან მივარდნები, ქუჩაში პირდაპირი ჩართვები და თავდასხმები, აეროპორტებში დახვედრები, სოც-ქსელებით ოჯახის წევრების ბულინგი და დაშინება- […]