ბუდაპეშტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა – „ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე“ გაიხსნა

უნგრეთის დედაქალაქში, ცნობილ ხელოვნების ცენტრში „პეშტი ვიგადო“, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახვითი ხელოვნების გამოფენა – „ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე“. გამოფენა წარმოაჩენს ქართველ ქალ მხატვართა ხელოვნებას ბოლო 100 წლის განმავლობაში. გამოფენა ბუდაპეშტში დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიებების ნაწილია, რომლის მთავარი საზეიმო დღეც, ივნისის თვეში, […]
ანა ბუჩუკური – ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა – გუშინ ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის ჩემთან განხორციელდა ძალადობის მუქარა, თუმცა ეს ვერ შეგვაჩერებს!

გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან – ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. მან საგამოძიებო […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი – ჩვენი ეროვნული ინტერესია, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს

უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარესაა საქართველოში რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო წესრიგზე დგას, რასაც უკრაინაში ახლა პუტინი უთხრის ძირს. „უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს […]
ბათუმის მერი – ოპოზიციის დღის წესრიგი არის დესტრუქცია, რათა საკრებულოში მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიფაროს

ოპოზიციის დღის წესრიგი არის დესტრუქცია, რათა საკრებულოში მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიფაროს, – ეს განცხადება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მმართველ გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიციის ქცევა ბათუმელებისთვის კარგად ნაცნობია. „ოპოზიციის ქცევა ჩვენი ქალაქელებისთვის ახალი არ არის, საკრებულოს არ გაჰკვირვებია, მათი ეს ქცევა. მათი […]
„ევროპულ – დემოკრატიული ერთობა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

„ევროპულ – დემოკრატიული ერთობა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC -ის და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელ დემოკრატების“ და „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობის აუცილებლობა. […]
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური საბჭოს წევრებმა საარჩევნო კამპანიის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.
იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ურტყამს უკრაინას მის ტერიტორიაზე განთავსებული რაკეტებითა და არტილერიით, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა – ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი

უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიის ომი. რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს […]
კობა კობალაძე სან დიეგოში ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს დოქტორ ფრენკ პრისონს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ს ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სან დიეგოს ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორს, დოქტორ ფრენკ პრისონს და არასამთავრობო ორგანიზაციის „სან-დიეგოს ვეტერანთა კოალიციის“ ხელმძღვანელს, რონ სტარკს შეხვდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის, […]
ომბუდსმენის აპარატმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებების, მათი საუკეთესო ინტერესების, ბავშვთა მონაწილეობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ღონისძიება გამართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა, USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერით, ბავშვების მონაწილეობით, გამართა ღონისძიება ბავშვის უფლებების, მათი საუკეთესო ინტერესების, ბავშვთა მონაწილეობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვის უფლებების სხვადასხვა საკითხზე თავად ბავშვების მოსაზრებების მოსმენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის წახალისება. „ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა […]
ცნობილია, რა თანხას გამოუყოფს დე ლაურენტისი კონტეს ტრანსფერებისთვის

ცნობილია, რა თანხას გამოუყოფს დე ლაურენტისი კონტეს ტრანსფერებისთვის “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 230 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Mattinodinapoli ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბისთვის პრიორიტეტული ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის შეძენა იქნება. გამოცემის ინფორმაციით, კონტეს ნიგერიელის ჩანაცვლება რომელუ ლუკაკუთი სურს. “ჩელსი” ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, “ნაპოლის” სხვა სატრანსფერო […]