გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ბოკუჩავას თქმით, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ტექსტებით მასაც დაურეკეს

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი ტექსტებით მასაც დაურეკეს. ბოკუჩავას თქმით, აპირებს, რომ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და სასამართლოს მიმართოს. “გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია […]

ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას

ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას „ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობისა და ქვეყანაში ცალკეული ძალების მიერ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას, რაც გამოიხატება მონეტარული განაკვეთის შემცირებაში, ინფლაციის შედარებით დაბალ ტემპსა და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპში“-ამის შესახებ […]

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის

იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები და ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 1-ელი ივნისიდან, საბაგირო გზა მგზავრებს, 10:00-იდან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.

Marca: “მანჩესტერ სიტი” როდრიგოს შეძენას შეეცდება

“მანჩესტერ სიტის” “რეალის” შემტევის, როდრიგოს შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტრანსფერის შანსს კილიან მბაპეს “ბლანკოსში” გადასვლის შანსი ზრდის. “ქალაქელები” ფიქრობენ, რომ “რეალი” ამჟამინდელი შემტევებიდან ერთ-ერთს აუცილებლად შეელევა. როდრიგომ “რეალის” მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 50 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, პირველი Rooms-ის გახსნა ევროპაში გვინდა – ჩეხერია

სასტუმროების ქართული ბრენდი Rooms ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადის. ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე გატანის გეგმაზე გადაცემა #რედაქტ2-ში სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. ბრენდის ექსპორტის ზუსტ ვადებსა და ადგილს ის ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს: “გვინდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი Rooms ევროპაში გავხსნათ”. კომპანიის ხელმძღვანელებს საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის განვითარება, ობლიგაციების გამოშვების შემდეგ სურთ, რისთვისაც ეკონომიკურად სტაბილური […]

“ხელისუფლებას უნდა არ ვწეროთ სიმართლე” – ბერდია კალანდიას და მის ოჯახს ემუქრებიან

რეპრესიების ახალი ტალღა – ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ურეკავენ, ემუქრებიან, ემუქრებიან მისი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვნებს. დაურეკეს და დაემუქრნენ თაიმერის დამფუძნებელს, ბერდია კალანდიას, ასევე, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, შვილს, რომელსაც მამით დაემუქრნენ. ბერდია კალანდია, ფორმულასთან, ამბობს: ეს არის ფსკერი. ხელისუფლებას უნდა, ჩვენ არ ვწეროთ სიმართლე, ხელისუფლებას უნდა ჩვენ ვწეროთ პეპლებზე, ყვავილებზე, ჰაერზე… […]

“ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს” – ანა ბუჩუკური

პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, საგანგებო ბრიფინგზე, განაცხადა: ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებთან (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით) ახალგაზრდებთან […]

New Lines Magazine: საქართველოში ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების პროექტი შეჩერდა – დეტალები

გამოცემა New Lines Magazine იუწყება, რომ NATO-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. სტატიის მიხედვით, ეს მას შემდეგ ხდება, რაც 10 თვის წინ, Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და უკრაინაში პუტინის […]

საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა

საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის “Colangelo and Partners” წარმომადგენელი. ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, […]