ტყიბულის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით

ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის საკრებულოს წევრმა, ცოტნე აბესაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანი, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებზე დგას, იდგება იქამდე, „სანამ საქართველოს ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან არ დაიხსნის“. „ძალიან […]
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი – ბათუმში ახალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება

ფრიდონ ხალვაშის გამზირის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება 11-ამდე სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა, 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ეზოების კომუნალური სისტემის მოწყობა, – ამის შესახებ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს. მერიის ცნობით, პროექტი გარდამავალია და მომდევნო წლების განმავლობაში აქ მივიღებთ ისეთივე ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფი, ლეონიძის ქუჩა, გმირთა ხეივანი, ბათუმის შემოვლითი […]
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები მიმოიხილეს და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ივნისის ბოლოს 10 წელი სრულდება, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც რეალურად შექმნა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი ფუნდამენტი. სწორედ, ამ შეთანხმების […]
31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება

31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელსაც საქართველოც უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ახალი პროდუქტების აღმოცენება საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს. „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს […]
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დაფინანსებულ მედიასაშუალებას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა, თუ რასთან გვაქვს საქმე?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ მედიასაშუალებას, „ჯემნიუსის“ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული, რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა, აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „საქართველოში ისეთი მედიის დაფინანსება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს, არც ჯდება არც ევროკავშირის […]
მომხმარებელს უფლება ექნება, უარი თქვას სესხზე მისი აღებიდან 2 კვირის ვადაში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის” ცვლილებები დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა. შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომხმარებელს ექნება უფლება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. “უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, […]
ზახაროვა “მომავლის ფანტაზიას” უწოდებს კობახიძის სიტყვას “ოსებთან და აფხაზებთან ცხოვრებაზე”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს მარია ზახაროვას ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, “აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად – საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”. კითხვაზე, “მოდის თუ არა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან წინააღმდეგობაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა რეგიონებში და მოსკოვის ვალდებულება, დაიცვას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, ზახაროვამ […]
“გაფრთხილებთ, ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი” – 112

შსს დაქვემდებარებაში მყოფი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის. გაცნობებთ, რომ 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112.
მთავარია, რომ სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ეკონომიკა იზრდება – შალვა პაპუაშვილი

მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხედავთ, როგორ ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც. ამ აქციების დროსაც მათი ტაქტიკა იყო, ქვეყანა დაეზიანებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მაგისტრალების გადაკეტვის მიზანი სწორედ გადაადგილების შეფერხებაა და შესაბამისად ქვეყნის დაზიანება. „ამიტომ, ვინც აორგანიზებდა მაგისტრალების გადაკეტვას, ქვეყნის წინააღმდეგ […]
ჩაიარა „რუსული კანონის“ ამბავმა, გაბრაზებული ოპოზიცია და BGO-ები დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი – შალვა პაპუაშვილი

ჩაიარა „რუსული კანონის“ ამბავმა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე, გაბრაზებული ოპოზიცია და „ენჯეოები“ დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ყველაზე ქართული კანონი, რომელიც ქართულ პარლამენტს მიუღია. „ჩაიარა „რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა. ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე […]