უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე

აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. […]
ნატოს მომდევნო სამიტმა უკრაინის წევრობისთვის „ხიდის როლი“ უნდა შეასრულოს – ენტონი ბლინკენი

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსის წვერები უკრაინის გაწევრიანებისათვის „საიმედო ხიდს“ შეიმუშავებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრაღაში ნატოს არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ნატოს სამიტზე ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა უკრაინა ალიანსს დაუახლოვდეს. შევეცდებით უზრუნველვყოთ წევრობასთან დამაკავშირებელი ხიდი, ძლიერი და კარგად განათებული”, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე […]
უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს. „31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან […]
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

პოლონური “პიასტი” იტყობინება, რომ 30 წლის ნახევარმცველ ვაკო გვილიას კლუბთან კონტრაქტი დღეს ამოეწურა და არ გაუგრძელებენ. გვილია “პიასტში” მარტში გადავიდა და ექსტრაკლასას ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას. ვაკო ადრე ზაპოროჟიეს “მეტალურგში”, “მინსკში”, “ბატეში”, “ლიუცერნში”, “გურნიკში”, “ლეგიასა” და “რაკუვში” ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 44 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტის მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სამაგისტრო ნაშრომის – „პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენება“, ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი ლია ამირანაშვილი. როგორც მაგისტრანტი აცხადებს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა […]
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ანგარიში მოისმინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში – სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა მოისმინეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე თემატურმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა წარადგინა. „შრომის უსაფრთხოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით გატარდა არაერთი რეფორმა. შრომის ინსპექციის შექმნის და […]
მოქალაქეები აქციებზე დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვენ

აქციებზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ 200-მდე მოქალაქეა დაკავებული. უმეტესობას ადმინისტრაციული წესით აქვს მისჯილი, თუმცა არიან ისეთებიც, ვის მიმართაც სსკ-ია გამოყენებული. გასულ კვირას მსვლელობები გაიმართა მათ მხარდასაჭერად. მათი დაკავება უსამართლობაა – მიჩნევენ პროტესტანტები
“როიტერი”: მოსალოდნელია, ზელენსკი სინგაპურის უსაფრთხოების სამიტს დაესწროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, სინგაპურში დადგეგმილ უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. „შანგრი-ლა დიალოგის“ უსაფრთხოების კონფერენცია, ამ შაბათ-კვირასაა დაგეგმილი და საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“, მასში ზელენსკის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ექვსმა წყარომ მიაწოდა. უკრაინის უსაფრთხოების დახმარება, სავარაუდოდ, იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება წლევანდელი დიალოგის ფორმატში, აზიის უსაფრთხოების უმაღლეს კონფერენციაზე. შეხვედრის მონაწილეთა შორის არიან აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ […]
ნინო ელოშვილის ევროტური

ქართველი ქალი რეფერი ნინო ელოშვილი ივნის-ივლისში რაგბი ევროპის 4 ტურნირს იმსაჯებს. ივნისში მას ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ტურნირი ელის – 7-9 ივნისს ხორვატიაში (მაკარსკა) და 28-30 ივნისს გერმანიაში (ჰამბურგი). 6-8 ივლისს ის საფრანგეთში, სტრასბურგში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (7-ქალა) იმსაჯებს, 12-14 ივლისს კი უნგრეთში, ბუდაპეშტში ქალთა რაგბი ევროპის ალაფაზე. მანამდე ის 1-2 ივნისს თბილისში, „ხვამლი […]
ცელიაკია – ავიმაღლოთ ცნობიერება გლუტენის აუტანლობაზე

ცელიაკია, იგივე გლუტენური ენტეროპათია, XXI საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მსოფლიოში 100-დან 1 ადამიანს უვითარდება ცელიაკია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 13%-ს ამ პათოლოგიის უფრო მსუბუქი, „ფარული“ ფორმა აქვს. ცელიაკია საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებში ვლინდება, უმთავრესად ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს და ცილა გლუტენის აუტანლობითაა გამოწვეული. ბოლო […]