ოფშორების კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად აქცევს და საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკებს წარმოშობს – ISET

ოფშორების კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად აქცევს და საეჭვო წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკებს წარმოშობს, – ამის შესახებ ნათქვამია ISET-ის კვლევითი ცენტრი სამართლებრივ შეფასებაში – რა გავლენა შეიძლება იქონიოს ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათმა საქართველოს საინვესტიციო სტატუსზე. „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში ქმნის მარეგულირებელ გაურკვევლობას ქვეყანაში, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, შეაჩეროს ლეგიტიმური […]
ბანკების მოგების 91% სამ ბანკზე ნაწილდება – ხუთი კი ზარალზეა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის პირველ 4 თვეში 936 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. 2023 წელთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 168 მილიონი ლარით, ანუ 22%-ით არის გაზრდილი. ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მოგების 88% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის, ხოლო პირველი სამი ბანკის მოგება სექტორის მთლიანი მოგების 91%-ია. სტატისტიკის თანახმად, 17 კომერციული ბანკიდან 5 […]
მაკფოლი: ჩინეთი ავტოკრატიული ბლოკის ლიდერია, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის

„ამერიკის ხმასთან“ რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ამბობს: „ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, – ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის […]
უკრაინამ უკვე სცადა რუსეთისთვის ამერიკული იარაღით დარტყმა – პესკოვი

უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა: ცნობილი იყო თუ არა რუსეთისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ფარულად მისცა. „არა, ჩვენთვის არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. რაც ვიცით, არის ის, რომ ზოგადად, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა

არ ვიცი, შინაარსი რა იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ანტიქართული განცხადებების ავტორი როდესაც არის საგარეო საქმეთა მინისტრი, გასაკვირი არ არის, რომ შეიძლება, ასეთ ქმედებებსაც ჰქონდეს ადგილი. ,,მე მაშინაც […]
შალვა პაპუაშვილი – მთავარია, რომ სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ეკონომიკა იზრდება, ხედავთ, როგორ ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას ეკონომიკური კუთხითაც, აქციებისას მათი ტაქტიკა ქვეყნის დაზიანება იყო

მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხედავთ, როგორ ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც. ამ აქციების დროსაც მათი ტაქტიკა იყო, ქვეყანა დაეზიანებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ ვინმეს აინტერესებს ეკონომიკა როგორ ვითარდება საქართველოში, მაშინ შეხედონ ჩვენზე მონაცემებს, გინდათ ეკონომიკურს, გინდათ ინსტიტუციურს და […]
მაკა შალიკაშვილის ცხოვრების საინტერესო მომენტები: “ყველაფერს ვიმსახურებდი – იმ სიხარულსაც, ტკივილსაც, წყენასაც და ტკენასაც, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა…” – Marao

მაკა შალიკაშვილის ცხოვრების საინტერესო მომენტები: “ყველაფერს ვიმსახურებდი – იმ სიხარულსაც, ტკივილსაც, წყენასაც და ტკენასაც, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა…” – Marao მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგორც თავად ამბობს, მან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო მოიპოვა […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბის ეგიდით, მორიგი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის ეგიდით, პროექტის – „ლექტორის საათი“ ფარგლებში, რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს თემაზე – „კონტენტი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თათა ღლონტი ესაუბრა. შეხვედრაზე, რომელიც ინტეაქციურ ფორმატში მიმდინარეობდა, თათა ღლონტმა ისაუბრა ციფრულ სივრცეში, შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით, […]
უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე

აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი. რედ.) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს […]
ენერგეტიკული ბირჟა პირველ ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება

ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. კითხვებს – რამდენი კომპანიის შესვლას ელიან ბირჟის ამოქმედების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში და რა სამართლებრივი აქტების გამოცემა […]